პოლიტიკა

"ჩემი სიტყვები არასწორად იყო ნათქვამი"- ზაქარეიშვილი ოთხოზორიას ოჯახს ბოდიშს უხდის

24.05.16 18:20


შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი სინანულს გამოთქვამს ხურჩაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო. ამის შესახებ ზაქარეიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„ხურჩაში რაც მოხდა ეს არის საშინელი მკვლელობა. ნებისმიერი სახელმწიფო მოხელე, მაღალი რანგის თანამდებობის პირი, რომელ კატეგორიასაც მე ვეკუთვნი, უნდა მეტი ყურადღებით აკვირდებოდეს თავის სიტყვებს. რაც მე ვარ სახელმწიფო მინისტრი პირველად მაქვს განცდა ღრმა სინანულისა, რომ ჩემი სიტყვები არა თუ სწორად არ იყო გაგონილი, არამედ არასწორად იყო ნათქვამი. მინდა სინანული გამოვხატო განსაკუთრებით გიგა ოთხოზორიას ოჯახის მიმართ, რომელმაც ჩემი სიტყვები მტკივნეულად აღიქვა. ვნანობ რასაკვირველია, ეს იყო ჩემი მხრიდან წამოცდენილი წინდაუხედავი სიტყვა და ვაპირებ ჩავიდე პატივი მივაგო ოთხოზორიას ოჯახს“- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

შეგახსენებთ, ე.წ საზღვართან საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ მოხდა გამონაკლისი მკვლელობა, ეს არ არის სისტემური ხასიათის.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 82


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები