პოლიტიკა
08.08.22 14:40
რუსეთმა იარაღის ძალით, სამხედრო ძალით 20 %-ის ოკუპაცია შეძლო 90-იანი წლების დასაწყისში და რაც მტერმა ვერ შეძლო იარაღის ძალით, ის შეძლო რბილი ძალით ამ ბოლო წლებში, ამ ხელისუფლების პირობებში,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, „ჩვენ დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელსაც მკაფიოდ არც ერთხელ არ უთქვამს, რომ რუსეთი ოკუპანტია“.
„ჩვენ გვმართავენ უსამშობლო კაპიტულანტები, კოლაბორაციონისტები, რომლებმაც გადალახეს მორალური გახრწნის ზღვარი და უკვე აღარც სცხვენიათ! ღიად და ურცხვად ემსახურებიან მტერს!“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
მისი თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ ეროვნული ღირსების დაცვა არის ქსენოფობია, შოვინიზმი და გოიმობაა.
პარტიის თავმჯდომარემ ასევე გაიხსენა ის შემთხვევებიც, როდესაც საქართველოში პუტინის მოწინააღმდეგე ადამიანებს არ უშვებდნენ და აღნიშნა, რომ ამით კიდევ ერთხელ დასტურდება ხელისუფლების ტყუილი, „თითქოს რუსეთის ყველა მოქალაქე საქართველოში რეჟიმს გამოქცეული დისიდენტები არიან“.
„რა არის გამოსავალი? ამ სიტუაციიდან ერთადერთი რეალური გამოსავალი - რუსული ოცნების ხელისუფლებიდან ჩამოშორებაა“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.
მან ასევე ისაუბრა ალტერნატივებზე და იმაზე, თუ რას გააკეთებდა მსგავს ვითარებაში ეროვნული ხელისუფლება.
„რა თქმა უნდა, ნორმალური ხელისუფლების პირობებში ბევრი გამოსავალი იარსებებდა, გულუბრყვილობას არ ვაპირებთ და კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად არანაირ მოთხოვნას უსამშობლო რუსულ ოცნებას არ ვუყენებთ!“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 307
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24