ეკონომიკა
28.10.16 17:35
„სტარტაპ ჯორჯია“ თავისთავად ჩვენი მთავრობის სტარტაპია, რომელსაც გაცილებით დიდი უკუგება აქვს, ვინაიდან ტრანსფორმირდება ახალგაზრდების აზროვნების ახალი, გაცილებით დინამიური, მომავალზე ორიენტირებული ბრენდის ჩამოყალიბებაში და ეს არის ამ პროგრამის ყველაზე დიდი შედეგი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ახალი პროექტის, „სტარტაპ მეგობრულის“ პრეზენტაციაზე განაცხადა.
„მოხარული ვარ, რომ დღეს გვყავს ამდენი გამარჯვებული ახალგაზრდა „სტარტაპ ჯორჯიას“ პირველ ტურში. თქვენ გაიმარჯვეთ კონკურენტულ, გამჭვირვალე კონკურსში, სადაც მონაწილეობდნენ არა მხოლოდ ადგილობრივი სტარტაპის ექსპერტები, არამედ ვენჩურ კაპიტალისტები, წამყვანი კომპანიების გენერალური დირექტორები სილიკონ ველიდან და სხვადასხვა ქვეყნიდან. ვფიქრობ, ჩვენ ძალიან დიდი რამ დავიწყეთ – სრულიად ახალი ფაზა, ახალი ეტაპი ქართული ეკონომიკის განვითარების. ეს ადამიანები, რომლებიც დღეს ჩვენთან ერთად არიან, წარმოადგენენ ქართული ეკონომიკის ყველაზე დინამიურ და სწრაფად მზარდ ნაწილს. ვერც ერთი მსხვილი ბიზნესი ვერ გაიზრდება იმ სიჩქარით, რა სიჩქარითაც შეიძლება გაიზარდოს ასეთი ინოვაციური კომპანია. ამიტომ, ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა დაიწყოს ამ მიმართულებით აზროვნება. ეს არის „სტარტაპ ჯორჯიას“ ყველაზე დიდი უკუგება, როგორც პროექტისა, რომლის შემდეგი ფაზის – „სტარტაპ მეგობრულის“ პრეზენტაციას დღეს ვმართავთ“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, „სტარტაპ მეგობრული“ გულისხმობს ახალ სტარტაპებსა და მსხვილ, დამკვიდრებულ კომპანიებს, წარმატებულ ბიზნესებს შორის ურთიერთობის ფორმატის ჩამოყალიბებას.
„ეს ფორმატი აუცილებელია იქიდან გამომდინარე, რომ ნებისმიერ სტარტაპს სჭირდება კომუნიკაცია ახალ ტექნოლოგიებთან და დიდ კაპიტალთან. ამიტომ, ეს ფორმატი სწორედაც არის ის ხიდი, რომელიც საშუალებას მისცემს ახალგაზრდა, დამწყებ ბიზნესმენებს, ჰქონდეთ გასასვლელი ჭიშკარი დიდი ბიზნესის მიმართულებით.
მოხარული ვარ, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც ერთ დროს თავად იყვნენ ასეთი დამწყები ბიზნესმენები, დღეს გამოიჩინეს კეთილი ნება. ჩემს შემდეგ გამოდის მამუკა ხაზარაძე, რომელმაც 500 დოლარით დააფუძნა „თი ბი სი ბანკი“. ასეთი მაგალითებით იქმნება ქვეყნის ეკონომიკა. ასეთი მაგალითების ენთუზიაზმი არის ის, რასაც ქვეყანა წინ მიჰყავს“,-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, „სტარტაპ მეგობრული“ იქნება ის ფორმატი, რომელიც წაახალისებს და ერთგვარად სოციალურ პასუხისმგებლობად აქცევს დიდი ბიზნესისთვის სტარტაპ კომპანიებთან მეგობრობას.
„გილოცავთ დღევანდელ დღეს, დარწმუნებული ვარ, ეს ნაბიჯი არის აუცილებელი კომპონენტი, რომელიც დამწყებ ბიზნესმენებს მოგცემთ საშუალებას, გახდეთ დიდი ეკონომიკის ნაწილი. თქვენ ხართ დიდი ეკონომიკის საუკეთესო ნაწილი. ერთ-ერთი მთავარი შედეგიც ამ პროექტის გახლავთ ის, რომ მსხვილმა ბანკებმა სტარტაპებს არ შეხედონ, როგორც გერს. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მეც საკმაოდ დიდი გამოცდილების მქონე ბანკირი ვარ და ვიცი ბანკებში ჩამოყალიბებული პრაქტიკა.
ამიტომ, ჩვენ, როგორც სტარტაპ ეკონომიკას, გვჭირდება სხვანაირი მიდგომები, მსხვილი კომპანიების მხრიდან მეგობრული დამოკიდებულება ასეთი დამწყები, ინოვაციურად მოაზროვნე ბიზნესმენებისადმი. გილოცავთ დღევანდელ დღეს და დარწმუნებული ვარ, ეს არ იქნება ერთ-ერთი ბოლო ნაბიჯი. ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო გეგმები, რომელიც ყველა თქვენგანს გაცილებით მეტი ენთუზიაზმით აღავსებს“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 424
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24