პოლიტიკა

იანოშ ჰერმანი - მთავრობის პასუხისმგებლობაა შეინარჩუნოს მშვიდობიანი პირობები არჩევნებისთვის

24.05.16 19:00


ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია საქართველოში ევროკავშირის ელჩს იანოშ ჰერმანს შეხვდა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ცესკოდან აცნობეს, თამარ ჟვანიამ და იანოშ ჰერმანმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ისაუბრეს. თამარ ჟვანიამ ელჩს, მნიშვნელოვანი ასპექტებისა და შესაბამისი საჭიროებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„ჩვენ საარჩევნო ადმინისტრაციასთან მრავალმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობებს განვიხილავთ“, - აღნიშნა შეხვედრისას იანოშ ჰერმანმა.

ცესკოს თავმჯდომარემ და ევროკავშირის ელჩმა 22 მაისის საკრებულოს შუალედური არჩევნების მიმდინარეობაზეც ისაუბრეს და ასევე კორცხელის თემში მომხდარი ინციდენტი განიხილეს. როგორც იანოშ ჰერმანმა შეხვედრის შემდგომ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ის მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის და პრემიერ მინისტრის განცხადებებს კორცხელში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

„ამ ინციდენტის გამოძიება უნდა მოხდეს სრულად. ვფიქრობ, მთავრობის პასუხისმგებლობაა შეინარჩუნოს მშვიდობიანი პირობები არჩევნებისთვის. არ შემიძლია არ დავეთანხმო ცესკოს თავმჯდომარის განცხადებას, რომ ასეთი მოვლენები ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს საარჩევნო გარემოზე და ძალიან მნიშვნელოვანია, მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები