პოლიტიკა

კორცხელის #53-ე და #54-ე უბნების შედეგები უცვლელი დარჩა

24.05.16 19:20


ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში კორცხელის #53-ე და #54-ე უბნებზე ხმები ხელახლა გადათვალეს. ხმების გადათვლის შედეგად, საბოლოო შედეგი არ შეცვლილა და არჩევნებში გამარჯვება ”ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს დარჩა.

ხმების ხელახალი დათვლის პროცესში გაირკვა, რომ რეგისტრატორის ხელმოწერა, ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას არ ემთხვეოდა. ახალი გადათვლის შედეგად კი აღნიშნული ხარვეზი გამოსწორდა, თუმცა ორივე უბანზე დაფიქსირებული შედეგები უცვლელი დარჩა. ამასთან, საოლქო კომისიამ არ დააკმაყოფილა ”ქართული ოცნების” მოთხოვნა, აღნიშნულ უბნებზე შედეგების გაუქმების შესახებ.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 55


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები