ეკონომიკა

OECD-ს გლობალური ფორუმის ყოველწლიური პლენარული სესია თბილისში გაიმართება

01.11.16 17:30


ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) „გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის“ ყოველწლიური მეცხრე სესია თბილისში 2-4 ნოემბერს გაიმართება.

პლენარულ სესიას გახსნიან საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და OECD-ს „გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის“ თავმჯდომარე კოსი ლუ, განაცხადეს ქვეყნის ფინანსთა სამინისტროში. პლენარული სესიის საქართველოში უმაღლეს დონეზე ჩასატარებლად შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომელსაც ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ხელმძღვანელობს. ფორუმის ორგანიზაციის საკითხებში აქტიურად იყო ჩართული „გლობალური ფორუმის“ სამდივნო.

OECD-ს პლენარულ სესიაში, რომელიც მაღალი დონის პოლიტიკურ შეხვედრას წარმოადგენს, მონაწილეობას „გლობალური ფორუმის“ წევრი სახელმწიფოების 300 დელეგატი და 10 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები მიიღებენ. გასულ წელს „გლობალური ფორუმის“ პლენარული სესია ბარბადოსში გაიმართა.

OECD წარმოადგენს ფორუმს, რომლის ფარგლებში მთავრობებს შეუძლიათ ერთად მუშაობა, გამოცდილების გაზიარება და საერთო პრობლემების გადაჭრაზე მუშაობა.

საქართველოს „გლობალური ფორუმის“ წევრი 2011 წლის აპრილში გახდა. კონვენციას ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის შექმნის შესახებ ხელი პარიზში 1960 წლის 14 დეკემბერს მოეწერა. უფრო ფართო დიაპაზონის საქმიანობის ორგანიზაციის შექმნის ინიციატორი იყო აშშ, რომელიც ითვალისწინებდა როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ მიზნებს.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 820


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები