საზოგადოება

ჰოლივუდი პროექტს „გადაიღე საქართველოში“ გაეცნო

27.04.16 16:40


საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა ჰოლივუდურ კინოკომპანიებს ლოს–ანჯელესში უამბეს, თუ რა უპირატესობები აქვს პროექტს „გადაიღე საქართველოში“, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე.

ახალი ქართული პროექტის დეტალებს „ფარამაუნთ ფიქჩერსის“, NBC უნივერსალის, „უნივერსალ ფიქჩერსის“, „ვორნერ ბრაზერსისა“ და „ფოქსის“ წარმომადგენლები გაეცნენ.
ქართულმა დელეგაცია „დისნეის“ დაინტერესება შეძლო, რომლის ორი კომპანია „მარველ ენთერთეიმენთ LLC“ და „ABC თელევიჟნ გროუფ“ ახლა საქართველოში აპირებს ჩამოსვლას ქართული პროექტის დეტალების ახლოს გასაცნობად.

საქართველომ პროექტის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში იანვარში ნაღდი ფულის დაბრუნების მექანიზმი დანერგა, რაც კინომწარმოებლებისთვის ქვეყანაში დახარჯული თანხის 25%-ის უკან დაბრუნებას ითვალისწინებს.

ქვეყნის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს პოპულარიზაციას, მოიზიდავს უცხოელ კინომწარმოებლებს, გაზრდის ტურიზმს, აამაღლებს ეკონომიკურ დონეს და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასაც შეუწყობს ხელს.

„გადაიღე საქართველოში“ ეკონომიკისა და კულტურის სამინისტროების ერთობლივად შემუშავებული პროგრამაა. პროექტს მეწარმეობის განვითარების სააგენტო და ეროვნული კინოცენტრი ახორციელებენ.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 73


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები