პოლიტიკა
06.02.23 16:40
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რომ უკვე ეჭვი აღარავის ეპარება, საქართველოს მთავრობა მას ვლადიმერ პუტინის დავალებით კლავს.
სააკაშვილის განცხადება მის ოფიაცულ Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც სააკაშვილი წერს, ახლა გულის გატეხვის კი არა, გაბრაზების დროა.
„როგორც მოსალოდნელი იყო რუსების ნამესტნიკები ჯერ აჭიანურებდნენ ჩემს პროცესს იმ იმედით, რომ მე ბოლომდე ვერ მივაღწევდი, მაგრამ ახლა იმხელა ქარიშხალი წამოვიდა მთელი მსოფლიოდან, რომ დაჩქარდნენ. უკვე მსოფლიოს არცერთ სერიოზულ კაბინეტში და არცერთ სერიოზულ მასმედიაში ეჭვიც აღარავის ეპარება, რომ ესენი პუტინის ბრძანებით მკლავენ და ახლა გადაწყვიტეს, რომ თამაშს აზრი არა აქვს, დასავლეთს ვეღარ ატყუებენ და პირიქით, უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ არიან. უკრაინა ერთ ამბავშია და გადაწყვიტეს, რომ პუტინს ასიამოვნონ პირდაპირ და ყოველგვარი დამალვის გარეშე.
დიდი მადლობა ყველას, ვინც ეს თვეები მიტინგებზე გამოდის, ვინც სასამართლოსთან მოდიოდა, ვინც საავადმყოფოსთან ათევს ღამეებს. ახლა გულის გატეხვის კი არა, გაბრაზების დროა. ჩვენ ამ ომს ვიგებთ და აუცილებლად საქართველოსაც ეშველება“, – ნათქვამია სააკაშილის განცხადებაში.
მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმეზე სასამართლო განხილვა დასასრულს უახლოვდება.
მოწმეთა გამოკითხვა დასრულებულია. სააკაშვილის ადვოკატებისა და პენიტენციური სამსახურის დასკვნითი სიტყვის შემდეგ კი მოსამართლე გადაწყვეტილების გამოსატანად გავა. თეორიულად, მოსამართლეს საქმეზე გადაწყვეტილების მიღება დღესვე შეუძლია.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე არ გამორიცხავს, დღევანდელ პროცესზე დააყენოს გასვლითი სხდომის „ვივამედში“ ჩატარების შუამდგომლობა.
ცენტრ „ემპათიის“ დასკვნის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს არაერთი მძიმე დაავადება სჭირს, მათ შორის, გასტროენტეროლოგიური, ნევროლოგიური მიმართულებით, რაც ამ უკანასკნელის პატიმრობიდან გათავისუფლების [ან სასჯელის გადავადების] საფუძველია. ემპათიის დასკვნის მომზადებაში ჩართული იყვნენ უცხოელი, ამერიკელი და ინგლისელი ექიმებიც.
„ემპათიის“ დასკვნის საფუძველზე კი დაცვის მხარე სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას ან გათავისუფლებას ითხოვს. დაცვის მხარის შეფასებით, ეს არის დასკვნა მათ დასკვნაზე და არა დასკვნა, რომელიც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახავს
ამის საპასუხოდ პენიტენციური სამსახურის დაკვეთით სამხარაულის ბიურომ მოამზადა ექსპერტიზა, რომლის ფარგლებშიც, „ემპათიის“ დასკვნა და მისი თანმხლები დანართები ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანების იმ მუხლებთან შეადარეს, რომელიც განსაზღვრავს იმ მძიმე და უკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალს, რომელიც მსჯავრდადებულის სასჯელისგან გათავისუფლების საფუძველია.
სამხარაულის დასკვნით, სააკაშვილს არ აღენიშნება იმ სიმძიმის დაავადებები, რომ ის სასჯელისგან გათავისუფლდეს.
უკვე რამდენიმე კვირაა, რაც სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით შუამდგომლობას განიხილავენ. პროცესის ფარგლებში სასამართლოს მოწმის სტატუსით ჩვენებები მისცეს როგორც ქართველმა, ასევე უცხოელმა სპეციალისტებმა.
წყარო : /www. netgazeti.ge/
წაკითხულია : 226
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ლევან ხაბეიშვილი - სააკაშვილს ბევრი სხვადასხვა ჯილდო აქვს მიღებული და ბევრსაც მიიღებს
18:0027.03.23
-
17:4027.03.23
-
17:2027.03.23
-
17:0027.03.23
-
სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით 31 მარტს წარდგება
16:3027.03.23
-
აზერბაიჯანი ყარაბაღის სომეხ მოსახლეობას რეინტეგრაციაზე სასაუბროდ იწვევს
16:0027.03.23
-
15:4027.03.23
-
სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მოხსენებით 31 მარტს გამოვა
15:2027.03.23
-
15:0027.03.23
-
14:4027.03.23
-
14:2027.03.23
-
პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახლადდანიშნულ ხელმძღვანელს შეხვდა
14:0027.03.23
-
13:4027.03.23
-
13:2027.03.23
-
დაახლოებით იგივეა, ბრეივიკს მისცენ – ღარიბაშვილი სააკაშვილისთვის ნორვეგიული პრიზის გადაცემაზე
13:0027.03.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი: ჯამში 75 მლნ ლარია გადახდილი ჩვენი მოქალაქეების საზღვარგარეთ მკურნალობაში
12:4027.03.23
-
12:2027.03.23
-
12:0027.03.23
-
ქართული ეკლესიები სომხეთში (ზოგადი მიმოხილვა)
11:4027.03.23
-
11:2027.03.23
-
ილია II მსოფლიო პატრიარქს წერილით მიმართავს
11:0027.03.23
-
ზურაბ აზარაშვილი მიგრაციის საკითხებში გერმანიის მთავრობის სპეციალურ რწმუნებულ იოახიმ შტამპს შეხვდა
10:4027.03.23
-
10:2027.03.23
-
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტულ ბაზარზე ოთხი კომპანიის მიმართ მოკვლევა დაიწყო
10:0027.03.23
-
18:4024.03.23
-
18:0024.03.23
-
სომხეთი და თურქეთი – კრიზისული დიპლომატიის გაკვეთილები
17:4024.03.23
-
17:2024.03.23
-
ირაკლი ქარსელაძე მსოფლიო წყლის საბჭოს პრეზიდენტს, ლოიკ ფოშონს შეხვდა
17:0024.03.23
-
ხატია დეკანოიძე: ჩემი და „ნაციონალური მოძრაობის“ თანამშრომლობა არის დასრულებული
16:4024.03.23
-
16:2024.03.23
-
თაკო ჩარკვიანი - ეგღა მაკლია, ვინმემ მომიაზროს საქართველოში რამედ, მე სიცრუეს ვისხლიტავ
16:0024.03.23
-
15:4024.03.23
-
15:2024.03.23
-
15:0024.03.23
-
14:4024.03.23