პოლიტიკა

ვენეციის კომისიის დასკვნა, საკონსტიტუციო სასამართლოს საკანონმდებლო ცვლილებებზე პარასკევს გახდება ცნობილი

25.05.16 16:10


ვენეციის კომისიის დასკვნა, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, პარასკევს გახდება ცნობილი.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველის, კახა კოჟორიძის ინფორმაციით, შეხვედრა ვენეციის კომისიის მდივანთან და კომისიის კონსტიტუციური მართლმსაჯულების მიმართულების ხელმძღვანელთან გაიმართა.

"ჩვენ დეტალურად გავიარეთ კანონპროექტი, ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს გავაცანით ჩვენი მოსაზრებები. ვთქვით ის, რაც მოგვწონს ამ კანონპროექტში და რაც არ მოგვწონს. გავაკეთეთ აქცენტი იმაზე, რაც არ მოგვწონს, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს ცვლილებები საფრთხეს შეუქმნის საკონსტიტუციო სასამართლოს გამართულად ფუნქციონირებას,” - განაცხადა კოჟორიძემ.

რაც შეეხება ვენეციის კომისიის წევრთა მოსაზრებას ამ ცვლილებებთან დაკავშირებით, კოჟორიძე ამბობს, რომ ის ამ თემაზე ჯერჯერობით ვერ ისაუბრებს, რადგან, მისივე თქმით, კომისიის წევრები კომისიის დასკვნის გამოქვეყნებამდე საკუთარ პოზიციებს არ აფიქსირებენ. თუმცა, იმასაც ამბობს, რომ მათ საუბრისას ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით შენიშვნები გამოთქვეს.

კოჟორიძე სტრასბურგში იმყოფება და ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს, საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, ლევან ბოძაშვილთან, ერთად შეხვდა.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 46


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები