საზოგადოება

მცხეთაში მე-7 საერთაშორისო სამხატვრო ფესტივალი „ხატე საქართველოსთვის 2023“ გაიმართება

22.05.23 12:40


მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრისა და ორგანიზაციის – „ხელოვნება საზღვრებს გარეშე“ ხელშეწყობით, არასამთავრობო ორგანიზაცია Voice from Georgia ქალაქ მცხეთაში 22-26 მაისს რიგით მე-7 საერთაშორისო სამხატვრო ფესტივალს „ხატე საქართველოსთვის“ მართავს.

 

ორგანიზატორების ინფორმაციით, მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალმა შეიძინა ტრადიციული და საერთაშორისო ხასიათი და მისი მნიშვნელობა ძალიან დიდია როგორც საკუთრივ მცხეთის, ისე მთლიანად საქართველოს კულტურული ცხოვრებისთვის.

 

მათივე ცნობით, წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ხელოვანები ინგლისიდან, ბაჰრეინიდან, საუდის არაბეთიდან, ინდოეთიდან, სირიიდან და საქართველოდან. სულ – 11 შემოქმედი. ამასთან, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს რვა ცნობილი უცხოელი მხატვარი, რომლებიც, სამ ქართველ მხატვართან ერთად, ხუთი დღის განმავლობაში მცხეთის მულტიფუნქციურ ცენტრში შექმნიან ნამუშევრებს ფორმატით – 80სმ X 60სმ.

 

23 და 25 მაისს გაიმართება ვორქშოპები მცხეთის მულტიფუნქციურ ცენტრში, ასევე, 23 მაისს – მასტერკლასი ბავშვებისთვის. შექმნილი ნამუშევრების დასკვნითი გამოფენა გაიმართება მცხეთის ცენტრალურ სკვერში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, 26 მაისს.

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები