საზოგადოება

2017 წლის ზაფხულამდე "ტაბულამ" მაუწყებლობა შეაჩერა

16.11.16 15:25


ქართულმა ტელეარხმა „ტაბულამ“ მაუწყებლობა დროებით შეაჩერა ფორმატის ცვლილების მიზეზით.

„ტაბულა“ მაუწყებლობის ფორმატის ცვლილებას და ტექნიკურ განახლებას გეგმავს. ამ მიზნით, 2017 წლის შემოდგომამდე, სატელევიზიო გადაცემები მხოლოდ ტელეარხის საიტის და ტაბულას FB-გვერდის მეშვეობით გავრცელდება. განახლებული სატესტო მაუწყებლობა ზაფხულიდან დაიწყება”, — ნათქვამია ტელეარხის ვებ-გვერდზე.

ტელეარხისა და ჟურნალ „ტაბულას“ ხელმძღვანელი თამარ ჩერგოლეიშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას მეუღლეა. 2010 წელს „ტაბულა“ სამოქალაქო განათლების ფონდმა დააფუძნა. მას შემდეგ გამოიცემოდა ჟურნალი „ტაბულა“, 2012 წელს კი ფონდმა სატელევიზიო სიხშირე შეიძინა და 2013 წლიდან ტელემაუწყებლობა დაიწყო.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 730


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები