თურქეთი აზერბაიჯანს 60 საბრძოლო ვერტმფრენს გადასცემს

26.05.16 19:05


თურქეთი აზერბაიჯანს 3 მილიარდის აშშ დოლარის ღირებულების 60 საბრძლო ვერტმფრენს [AgustaWestland-TAI] გადასცემს.

აღნიშნული საბრძოლო ვერტმფრენები სამი 20-მილიმეტრიანი ქვემეხითაა აღჭურვილი, რომელიც "ჰაერი-მიწა" და "ჰაერი-ჰაერი" კლასის რაკეტებით იმართება.

2007 წელს იტალიურ-ბრიტანულმა კომპანია AgustaWestland-მა მოიგო თურქეთის ტენდერი ATAK (Attack and Tactical Reconnaissance Helicopters) თურქეთის არმიისთვის 51 ვერტმფრენის წარმოებისთვის. არსებული შეთანხმება ითვალისწინებდა ვერტმფრენების რაოდენობის 91-მდე გაზრდას, რომლის წარმოება კომპანია Turkish Aerospace Industries-მა დაიწყო.

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები