მეცნიერება
11.03.24 14:32
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და მთავრობის გადაწყვეტილებით, უმაღლესი განათლების სფეროში განხორციელდება ახალი რეფორმა, რომლის ფარგლებშიც ელექტრონული სწავლების საკითხი დარეგულირდება.
კერძოდ, როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებში დასაშვები გახდება რიგი კომპონენტების, თეორიული კურსების დისტანციურად განხორციელება. ამასთან, შესაძლებელი იქნება, სრულად დისტანციური პროგრამების შემუშავება იმ მიმართულებებში, რომელიც არ საჭიროებს პრაქტიკულ-ლაბორატორიულ სწავლებას. განათლების სამინისტროს განმარტებით, აღნიშნული სიახლე შეეხება როგორც ბაკალავრის, ასევე მაგისტრატურის საფეხურებს. ნაწილობრივ დისტანციურ ან სრულად დისტანციურ პროგრამებზე სწავლის შესაძლებლობა მიეცემა როგორც ქართველ, ასევე, უცხოელ სტუდენტებს.
„სიახლეა ისიც, რომ დასაშვები ხდება და ახლებურად დარეგულირდება საქართველოს ტერიტორიიდან უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებული უმაღლესი განათლების აღიარება. პირველ ეტაპზე აღნიშნული შეეხება ევროკავშირის წევრი ქვეყნების, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის უნივერსიტეტებს. უფრო კონკრეტულად, საქართველოს ტერიტორიიდან უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებული უმაღლესი განათლების აღიარება შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ პირს განათლება მიღებული აქვს:
იმ დაწესებულებაში, რომელიც მოქმედებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ან დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე და საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ან დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე მოქმედი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ქსელის (ENQA) წევრი და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR) რეგისტრირებული ორგანიზაციის მიერ, რომელსაც ამგვარი უფლებამოსილება აქვს შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე და საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებულია ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მოქმედი იმ ორგანიზაციის მიერ, რომელსაც ამგვარი უფლებამოსილება აქვს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება შეეხება იმ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც არ მოიცავს პრაქტიკულ/ლაბორატორიულ/კლინიკურ/სამუშაო ადგილზე სწავლების კომპონენტებს და სტუდენტის მიერ შიდა საუნივერსიტეტო გამოცდების არადისტანციური ფორმით ჩაბარებას ითვალისწინებს.
მნიშვნელოვანია, რომ განხილული კანონპროექტების თანახმად, განისაზღვრება ონლაინ უნივერსიტეტის ცნება და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შესაბამისი კონცეფციის მოდელისა და სტანდარტის შემუშავება დაევალება. აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და ეს იქნება წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს უნივერსიტეტებისთვის, რაც მათ მომავალში სრულიად ახალი სწავლების მოდელის შემუშავების შესაძლებლობას მისცემს. ეს კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საქართველოს უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო ჰაბად ჩამოყალიბებას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ განხილული კანონპროექტების თანახმად, დისტანციური ფორმით პროფესიული პროგრამების განხორციელების შესაძლებლობაც განისაზღვრება“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.
1tv.ge
წაკითხულია : 199
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
შალვა პაპუაშვილმა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა
14:0009.05.24
-
13:4009.05.24
-
რატი ბრეგაძე - ვისაც უნდა რომ მუხტი აწიოს, მას აწყობს რაც შეიძლება მეტი დაზარალებული ადამიანი
13:2009.05.24
-
13:0009.05.24
-
ვახტანგ გომელაური - არავისზე ძალადობა არ მომწონს
12:3709.05.24
-
აფხაზეთის სომხურმა სათვისტომომ მხარი დაუჭირა ტავუშელ რევანშისტებს ბაგრატ გალსტანიანის მეთაურობით
12:1509.05.24
-
მიხეილ სააკაშვილი - შეცდომა იქნება არჩევნებზე ზედმეტი იმედების დამყარება
11:4909.05.24
-
ჩრდილოეთ მაკედონიაში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მემარჯვენე ოპოზიციამ გაიმარჯვა
11:1809.05.24
-
10:5709.05.24
-
10:2609.05.24
-
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 79 წელი შესრულდა
10:0009.05.24
-
ლოზუნგით "გავათენოთ საქართველოსთვის" 12 მაისს მოქალაქეები პარლამენტის წინ შეკრებას გეგმავენ
18:0008.05.24
-
ირაკლი ჩიქოვანი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში იმყოფება
17:1008.05.24
-
იაგო ხვიჩია - „ქართულ ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა
16:2708.05.24
-
მირიამ ლექსმანი - ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - სირცხვილი „ქართულ ოცნებას“
15:5608.05.24
-
15:2408.05.24
-
ალეკო ელისაშვილი - წარმოიდგინეთ, როგორ ბოდვაშია ხელისუფლება
15:0008.05.24
-
14:1508.05.24
-
13:5908.05.24
-
13:1708.05.24
-
12:4608.05.24
-
რომან გოცირიძე - ე.წ. ადამიანთა რეესტრის შექმნა არის „კაგებეს“ მეთოდი
12:2008.05.24
-
12:0008.05.24
-
კასპში უბედური შემთხვევის შედეგად ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, ერთს კი ეძებენ
11:1908.05.24
-
10:4808.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - 2019 წლის შეცდომა კვლავ განმეორდა
10:2208.05.24
-
სუს-ი - გარკვეული ჯგუფები ცდილობენ პარლამენტთან აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები
10:0008.05.24
-
საფრანგეთს ქაოსი შეაქვს სამხრეთ კავკასიაში, თუმცა სამოქალაქო ომი თავად საფრანგეთშია მომწიფებული
21:3507.05.24
-
პრეზიდენტის ინიციატივით, 9 მაისს 21:00 საათზე, ათონელის ქუჩაზე ევროპის დღე აღინიშნება
18:0007.05.24
-
17:3107.05.24
-
17:0607.05.24
-
16:4007.05.24
-
16:1507.05.24
-
ევროპარლამენტარები - საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა შეუჩერდეს
15:4207.05.24
-
ვლადიმერ პუტინმა პრეზიდენტის ფიცი დადო
15:0507.05.24
-
14:3807.05.24