პოლიტიკა

თინათინ ბერძენიშვილმა ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

22.05.24 14:25


საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტსა და ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი, ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორი გიორგი გვიმრაძე, ეუთო/ოდირის მისიის საარჩევნო დეპარტამენტის უფროსი მეგან ფიცჯერალდი, უფროსი მრჩეველი ხმის მიცემის ახალი ტექნოლოგიების საკითხებში ვლადიმერ მისევი, საარჩევნო საკითხებში მრჩეველი ქსენია დაშუწინა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პროგრამისა და ადმინისტრირების უფროსი ოფიცერი ტიმ ნობლაუ.

 

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) საჭიროების შემფასებელი მისიის საქართველოში ვიზიტის მიზანია ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემოსა და 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოსამზადებელი პროცესის შეფასება.

 

შეგახსენებთ, რომ ეუთო/ოდირის 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაშუქების შეფასების ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ძირითადად ნეიტრალურად და დივერსიფიცირებულად აშუქებდა კამპანიას.

 

 

1tv.ge

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები