პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური - პარადოქსია, რომ გვაკრიტიკებენ იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებმაც უცხოური გავლენის წინააღმდეგ კანონი ან ახლა მიიღეს, ან დიდი ხანია, მიღებული აქვთ, ან აპირებენ მიღებას

21.06.24 14:15


სხვა წამყვანი ქვეყნების და კანადის კანონიც მართლაც უპრეცედენტოდ მკაცრია და მკაცრად არეგულირებს რიგ საკითხებს, ასევე სანქციის სახითაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

 

ღუდუშაურის თქმით, ძალიან სამწუხაროა, როდესაც ქართველი ხალხი ხედავს ორმაგი სტანდარტის აშკარა გამოვლინებას საქართველოსთან მიმართებით.

 

„ძალიან ნიშანდობლივია, რომ აღნიშნულ საკითხზე როდესაც იყო მსჯელობა, სწორედ ამ დროს კანადამ მიიღო აღნიშნული კანონი. როგორც სხვა წამყვან ქვეყნების, ისე კანადის კანონიც მართლაც უპრეცედენტოდ მკაცრია და მკაცრად არეგულირებს რიგ საკითხებს, ასევე სანქციის სახითაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

 

ჩვენ სამწუხარო რეალობის წინაშე ვართ, თუმცა ფაქტია, რომ საქართველოს ჰყავს რადიკალი ოპოზიცია, მისი აბსოლუტური უმრავლესობა რადიკალურად განწყობილია. ისინი ხელმძღვანელობენ ერთი სცენარით. რა სცენარსაც დაუწერენ, იმ სცენარს გაჰყვებიან. ნებისმიერ პოლიტიკურ ქორწინებაში შევლენ. საერთოდ არ აქვთ მათთვის მნიშვნელობა არც მორალს, არც ადამიანურ ღირებულებებს, არც სინდისს და არც ნამუსს. ადამიანები, რომლებიც სულ რამდენიმე დღის წინ უკიდურესად მძიმე შეფასებას აკეთებდნენ ერთმანეთისადმი, ლანძღავდნენ და აკრიტიკებდნენ ერთმანეთს, დღეს ვხედავთ, რომ მათ სურვილი აქვთ, ასეთ ადამიანებთან, პოლიტიკურ ჯგუფებთან პოლიტიკურ ქორწინებაში შევიდნენ. სხვა შემთხვევაში არ იკადრებდნენ და არ იტყოდნენ, თურმე კანადაში და საფრანგეთში მიღებული კანონი სხვა ყოფილაო.

 

თურმე კანონს, რომელსაც ჩვენი მეზობელი თურქეთი, ნატო-ს წევრი ქვეყანა მიიღებს, ეს ყოფილა სხვა და ჩვენი ყოფილა განსაკუთრებულად სხვა. თურმე ის, რომ აშშ-ში, ლამის ერთი საუკუნეა, უკვე მოქმედებს აღნიშნული კანონი, ეს ყოფილა სხვა. პარადოქსია, რომ იმ ქვეყნების წარმომადგენლები გვაკრიტიკებენ, რომლებმაც ან ახლა მიიღეს, ან დიდი ხანია, მიღებული აქვთ, ან მომავალში აპირებენ მიღებას. გვაკრიტიკებენ იმისთვის, თურმე ქართული კანონი მიუღებელია და თურმე ეს ყოფილა ქვეყნის დამსახურებისთვის საფრთხის შემცვლელი, რომ ქალბატონმა გიგაურმა ან რამდენიმე მდიდარი „ენჯეოს“ წარმომადგენელმა წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია, ქვეყანას, ხალხს უთხრან ის, რა დაფინანსებას იღებს უცხო ქვეყნიდან და ამ დაფინანსებას რაში ხარჯავენ“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

 

კანადაში უცხოური გავლენის წინააღმდეგ კანონპროექტი მიიღეს, რომელიც სპეციალური „გამჭირვალობის რეესტრის“ შექმნას ითვალისწინებს.

 

 

1tv.ge

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები