პოლიტიკა
21.06.24 15:16
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის მიერ მიმდინარე წლის 30 მაისს „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებაზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილა და მხარი არ დაუჭირა.
მოტივირებული შენიშვნების თანახმად, ცესკო-ს საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც საარჩევნო პერიოდით, არჩევნების დანიშვნიდან 10 დღის ვადაში იქმნება, არ უნდა გაუქმდეს. ამასთანავე, კოდექსში არ უნდა შევიდეს ცვლილება ე.წ. ანტიჩიხური მექანიზმის თაობაზე, რომლის თანახმად, თუ ცესკო-ს სხდომაზე კენჭისყრის შედეგად ვერ იქნა მიღებული ცესკო-ს ის გადაწყვეტილება, რომლის მისაღებად საჭიროა ცესკო-ს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა, ამ გადაწყვეტილებას იმავე სხდომაზე კენჭი ხელახლა ეყრება. ამ შემთხვევაში ცესკო-ს აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს ცესკო-ს სრული შემადგენლობის უმრავლესობა დაუჭერს.
პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში გაზიარებულია 30 მაისს მიღებული ცვლილებებიდან მხოლოდ ერთი პუნქტი, რომლითაც განისაზღვრება, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის, საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე ან ტექნიკური პერსონალის წევრის, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის საქმიანობამ ან/და შრომის ანაზღაურებამ არ შეიძლება, მის საზიანოდ გავლენა მოახდინოს მისი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციაზე, მისთვის სოციალური დახმარების, სოციალური გასაცემელის ან/და სახელმწიფო გასაცემელის მიცემაზე, მასზე სოციალური შეღავათის გავრცელებაზე ან/და მის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ან/და ასეთი პროგრამის ქვეპროგრამაში მონაწილეობაზე.
მას შემდეგ, რაც კომიტეტის წევრებმა მხარი არ დაუჭირეს საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს, კომიტეტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა კანონის პირვანდელ რედაქციას.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
1tv.ge
წაკითხულია : 298
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი კობახიძე - საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი წარმატებით ხორციელდება
14:3828.06.24
-
ირაკლი კობახიძე - მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი ნაკრების მწვრთნელს
14:0628.06.24
-
13:3628.06.24
-
13:1028.06.24
-
პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს დაიხურება
12:4228.06.24
-
„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, მაისში საქართველოს ეკონომიკა 9.2%-ით გაიზარდა
12:1628.06.24
-
11:5128.06.24
-
მოტოციკლებისა და მოპედების მოძრაობა შესაძლოა საავტობუსო ზოლებში დაიშვას
11:2228.06.24
-
1-ელი ივლისიდან ელექტროენერგიის ბირჟა ეტაპობრივად გაიხსნება
11:0028.06.24
-
10:0928.06.24
-
17:0627.06.24
-
16:3427.06.24
-
16:0127.06.24
-
15:2927.06.24
-
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
14:5727.06.24
-
14:1427.06.24
-
13:4027.06.24
-
13:0527.06.24
-
შალვა პაპუაშვილი - დიდი მადლობა ჩვენს ბიჭებს
12:3827.06.24
-
12:0327.06.24
-
ეროვნულ გუნდს დაწესებული ჯილდო, 30 მილიონი ლარი გადაეცემა
11:3027.06.24
-
11:0027.06.24
-
10:0727.06.24
-
საფრანგეთი მესამე მსოფლიო ომის გამჩაღებელია...
18:0526.06.24
-
18:0026.06.24
-
სალომე ზურაბიშვილი მარკ რუტეს - ვიმედოვნებთ, რომ თქვენი ხელმძღვანელობა იქნება წარმატებული
17:4126.06.24
-
დავით ნარმანიამ საერთაშორისო კონფერენციაზე ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრა
17:0926.06.24
-
16:4826.06.24
-
16:0626.06.24
-
15:4026.06.24
-
ეროვნული ბანკი - ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს
15:0226.06.24
-
საქართველომ კიბერუსაფრთხოების ეროვნულ ინდექსში მსოფლიოში 22-ე, ევროპაში კი მე-16 პოზიცია დაიკავა
14:2626.06.24
-
14:0026.06.24
-
საქართველოს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა
13:2926.06.24
-
13:0026.06.24
-
12:2726.06.24