საზოგადოება

ვარშავაში ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია გაიმართა

21.06.24 15:40


პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Peopl.Pr” ორგანიზებით და პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის დეგუსტაცია „Georgian Wine Grand Tasting“ გაიმართა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

 

მათი ინფორმაციით, დეგუსტაციაზე 20-ზე მეტი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის 100-მდე ღვინო იყო წარმოდგენილი.

 

„ღონისძიებას 200-ზე მეტი სტუმარი, მათ შორის, ჟურნალისტები, ბლოგერები, კომერციული სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა პოლონეთის რესპუბლიკაში მიმდინარე წლის ივლისის თვეშიც გაიმართება. მსგავსი ტიპის ღონისძიებები ხელს უწყობს ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას.

 

პოლონეთი ქართული ღვინის პრიორიტეტული საექსპორტო ბაზარია, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 2013 წლიდან, აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა სახის სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიას.

 

2024 წლის იანვარ-მაისის პერიოდში, პოლონეთის რესპუბლიკაში ექსპორტირებულია 2,6 მლნ ლიტრი ქართული ღვინო, რაც 23%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები