პოლიტიკა

მაიკლ როთი - კახა კალაძე, რაღაც არასწორად გაიგეთ: რევოლუციას არა არასამთავრობო ორგანიზაციები ან ახალგაზრდა თაობა, არამედ მმართველი პარტია გეგმავს

22.05.24 15:36


საქართველოს მომავალი თავისუფალი ევროპაა და არა ავტორიტარიზმი, - ასე ეხმაურება გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი თბილისის მერის განცხადებას, რომლის მიხედვით „ბოლო წლების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან პირდაპირ არის ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობა“.

 

„მერო კახა კალაძე, თქვენ რაღაც ნამდვილად არასწორად გაიგეთ: რევოლუციას არა არასამთავრობო ორგანიზაციები ან საქართველოს ახალგაზრდა თაობა, არამედ თქვენი ქვეყნის მმართველი პარტია გეგმავს. საქართველოს მომავალი თავისუფალი ევროპაა და არა ავტორიტარიზმი!“, - წერს მაიკლ როთი X-ზე.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები