პოლიტიკა

ნინო წილოსანი - სალომე ზურაბიშვილის ვეტო სამარცხვინოა, ისეთივე როგორც თავად ეს ადამიანი

22.05.24 17:00


სალომე ზურაბიშვილის ვეტო სამარცხვინოა, ისეთივე როგორც თავად ეს ადამიანი - რა თქმა უნდა, პარლამენტი დაძლევს ვეტოს. ვეტო იმისთვის არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული, რომ ისეთივე აბსურდი გაემეორებინათ, რასაც ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები იმეორებენ, - ამის შესახებ უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ დაძლევს თუ არა პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს.

 

წილოსანის თქმით, თუ კანონის პრინციპების საუკეთესო კუთხით დახვეწა უნდოდათ, ამის ვეტოში წარმოჩენა შეეძლოთ.

 

„სალომე ზურაბიშვილის ვეტო სამარცხვინოა, ისეთივე როგორც თავად ეს ადამიანი. მას ჰგონია, რომ ახლა რაღაც ვარსკვლავური საათი აქვს და უცხოურ გამოცემებს და მედიასაშუალებებს რამდენიმე ინტერვიუს რომ მისცემს დღის განმავლობაში, ეს მისთვის უკვე ალბათ ბევრს ნიშნავს. იმის პარალელურად, რომ ის ამ ყველაფრით საკუთარი ქვეყნის რეპუტაციას ლახავს და აზიანებს, რა თქმა უნდა, ეს ვერ ჩაჯდება სახელმწიფოებრივ ხედვაში, რომელიც წესით პრეზიდენტის ინსტიტუტს უნდა გააჩნდეს.

 

რა თქმა უნდა, პარლამენტი დაძლევს ვეტოს. ვეტო იმისთვის არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული, რომ ისეთივე აბსურდი გაემეორებინათ, რასაც ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები იმეორებენ, ვგულისხმობ კანონის არმიღებას და გაწვევას. რა თქმა უნდა, კანონი მიღებულია და თუ კანონის პრინციპების საუკეთესო კუთხით დახვეწა უნდოდათ, ეს ვეტოში შეეძლოთ და არა ის ვეტო, რომელიც კანონის ერთი დღით ამოქმედებას ითხოვს”, - აღნიშნა წილოსანმა.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები