პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრი ირაკლი შოთაძის თანამდებობიდან პოლიტიკური მიზეზით გადადგომაზე დასმულ კითხვაზე - არ არსებობს ასეთი მიზეზი და რატომ გინდათ პოლიტიკაზე საუბარი?!

23.05.24 16:00


რაც შეეხება შოთაძის გადადგომის ფაქტს, ბატონმა ირაკლიმ, თავად გააკეთა განცხადება, რომ მისი გადადგომა უკავშირდება ჯანმრთელობის მდგომარეობას, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, გენერალური პროკურორის თანამდებობიდან ირაკლი შოთაძის გადადგომის შესახებ.

 

ბრეგაძის თქმით, სამწუხაროა, რომ ირაკლი შოთაძეს პოსტის დატოვება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უწევს.

 

„აქვე ვიტყვი იმასაც, რომ ბატონი ირაკლი არის ერთ-ერთი გამოჩენილი, მაღალი დონის პროფესიონალი დანამდვილებით დიდი შენაძენი საქართველოს პროკურატურისთვის. ჩემთვის პირადად, ნამდვილად სამწუხაროა, რომ მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უწევს საკუთარი საქმიანობის შეწყვეტა. პირველ რიგში, მინდა ვუსურვო გამოჯანმრთელება და ასევე, რა თქმა უნდა, შემდგომი წარმატებები, როგორც პირად, ასევე სამსახურებრივ საქმიანობაში“-განაცხადა ბრეგაძემ.

 

მან უპასუხა დამაზუსტებელ კითხვას, შოთაძის პოსტიდან წასვლის მიზეზად, არის თუ არა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან ერთად პოლიტიკური მიზეზიც.

 

„გიპასუხეთ უკვე, არ არსებობს და რატომ გინდათ პოლიტიკაზე საუბარი?! ადამიანმა განაცხადა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უწევს საკუთარი საქმიანობის შეწყვეტა და ესეც მიუთითებს იმ მაღალ პასუხისმგებლობაზე, რომლითაც განმსჭვალული არის ბატონი შოთაძე საკუთარი საქმიანობის მიმართ. მან აღნიშნა, საკუთარ განცხადებაში, რომ მისი მკურნალობა შესაძლებელია რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდეს და ამ ვითარებაში მას წარმოუდგენლად მიაჩნია საკუთარი საქმიანობის გაგრძელება. ეს არის და ეს”, - განაცხადა ბრეგაძემ.

 

შეგახსენებთ, ირაკლი შოთაძემ გენერალური პროკურორის თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა. პოსტიდან წასვლის მიზეზად მან ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები