საზოგადოება

სინოპტიკოსები 15 დეკემბერს თბილისში თოვას ვარაუდობენ

12.12.16 18:30


სინოპტიკოსები 15 დეკემბერს თბილისში თოვას ვარაუდობენ. როგორც ”ინტერპრესნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს, მთელი კვირის განმავლობაში საქართველოში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, ნალექი ძირითადად, წვიმის სახით, 15 დეკემბრიდან კი, თოვლის სახით იქნება წარმოდგენილი.

დღეს და ხვალ, დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში ხვალ +9 +14 , აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +7 +14 გრადუსი იქნება.

თბილისში ხვალ და ზეგ შესაძლებელია მცირე წვიმა. 15 დეკემბერს კი, ნავარაუდევია თოვლი.

სინოპტიკოსები 15 დეკემბერიდან თოვლთან ერთად, ტემპერატურის კლებასა და აციებას პროგნოზირებენ.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები