პოლიტიკა

სესიაშვილი: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სერიოზული ოპტიმიზაცია ესაჭიროება

23.12.16 15:45


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სერიოზული ცვლილებები ესაჭიროება, განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელმა ირაკლი სესიაშვილმა უწყებიდან თანამშრომლების გათავისუფლების თაობაზე კომენტარისას.

მინისტრმა ლევან იზორიამ უწყებაში რეორგანიზაცია და კადრების ოპტიმიზაცია ჯერ კიდევ ნოემბერში დააანონსა, როდესაც მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის 100 დღის შედეგებს აჯამებდა. ლევან იზორიას ბრძანებით, სამხედრო პოლიციის 77 თანამშრომელი კადრების განკარგულებაში გადაიყვანეს.

მისი თქმით, აუცილებელია ამოყირავებული პირამიდის გასწორება და იმ სტანდარტებში ჩაჯდომა, რომლებსაც ნატოს სტანდარტი ჰქვია.

„ვუთანაგრძნობ მათ, მაგრამ ეს ის მტკივნეული ნაბიჯებია, რომლებიც აუცილებელი ნებისმიერი ჯარისკაცისთვის, ნებისმიერი ოფიცრისთვის, თავდაცვის ეროვნული ინტერესებისთვის. ამიტომ ვწუხვარ, მაგრამ ამის გაკეთება აუცილებელია“, — თქვა სესიაშვილმა. სამხედრო პოლიციიდან თანამშრომლების გათავისუფლების ერთ-ერთ მიზეზად გაბერილი კადრები სახელდება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ სამსახურიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს ფულად კომპენსაციას გადაუხდიან — შრომის კოდექსის შესაბამისად. ასევე არ გამორიცხავენ, რომ მათი ნაწილი, კონკურსის გავლის შემდეგ, უწყების სხვა ქვედანაყოფებში დაასაქმონ.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები