საზოგადოება

მიხეილ ჯანელიძე თურქეთში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს შეხვდა

11.01.17 19:00


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ თურქეთში ოფიციალური ვიზიტის დასასრულს შეხვედრა გამართა თურქეთში საქართველოს დიასპორის წარმომადგენლებთან, კერძოდ თურქეთში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებთან.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ ახალგაზრდებს ინფორმაცია მიაწოდა დიასპორასთან ურთიერთობის პროცესში სახელმწიფოს პრიორიტეტებსა და მიზნებზე. შეხვედრაზე მინისტრმა ასევე მოისმინა ინფორმაცია თურქეთში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდების საჭიროებებზე და მათ სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტის საქმიანობაში მეტ ჩართულობასა და კოორდინაციას დაპირდა.

შეხვედრა თურქეთში საქართველოს საელჩოში გაიმართა, ღონისძიებას თურქეთში საქართველოს ელჩი ირაკლი კოპლატაძე და საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი რატი ბრეგაძე ესწრებოდნენ.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 523


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები