საზოგადოება

სამართალდამცველებმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავეს

12.01.17 20:40


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავა, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში ახალი მოდიფიკაციის 50-ლარიან და ძველი მოდიფიკაციის 100-ლარიან ყალბ ბანკნოტებს ასაღებდნენ.

ყალბი კუპიურები სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლით მიმდინარეობს. დაკავებულებს 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები