საზოგადოება
13.01.17 18:15
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ პროგრამის "განათლების მღების მეორე შესაძლებლობა" პრეზენტაცია გაიმართა.
ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, პროგრამის მიზანია, საქართველოს ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ასაკისა, დაეხმაროს, მიიღოს სავალდებულო ზოგადი განათლება.
"დღეს, ძალიან სასიხარულო ამბავი გამოვაცხადეთ. ეს არის განათლების ახალი შანსი. საუბარია, იმ მოქალაქეებზე, რომლებმაც მიზეზების გამო ვერ მიიღეს სასკოლო განათლება - მიატოვეს სკოლა, ან ფიზიკურად არ ჰქონდათ სწავლის საშუალება. ჩვენ ვქმნით სისტემას, რომლითაც ასეთ ადამიანებს დავაბრუნებთ სკოლაში. 80 ბავშვი უკვე ვიპოვეთ და შევიყვანეთ დაწესებულებაში, რის შემდეგაც გააგრძელებენ სკოლაში სწავლას. მათ შორის საუბარია ზრდასრულ ადამიანებზე, რომლებმაც მიზეზთა გამო წარსულში ვერ მიიღეს სასკოლო განათლება. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ევროპისკენ, ნაბიჯი პროფესიული და პიროვნული თავისუფლებისკენ, რომელიც არის ჩვენი მთავრობის ოთხ პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი ფუძემდებელი პრინციპი", - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
კითხვაზე, თუ როგორ აპირებს განათლების სამინისტრო ისეთი ბავშვების სკოლაში მიყვანს, რომლებსაც დაბადების მოწმობა არ გააჩნიათ, ალექსანდრე ჯეჯელავა განმარტავს, რომ აღნიშნულ საკითხზე სამინისტრო UNICEF-თან ერთად მუშაობს.
მინისტრის თქმით, ყველა მოქალაქეს შეუძლია სამინისტროს ცხელ ხაზზე დარეკოს და აცნობოს ისეთი ბავშვების შესახებ, რომლებიც რიგი მიზეზების გამო სკოლებში ვერ დადიან.
ალექსანდრე ჯეჯელავას განმარტებით, უფროსი ასაკის მოქალაქეებისთვის ინდივიდუალური პროგრამები შეიქმნება და ისინი კლასში უმცროს კლასელებთან ერთად არ დასხდებიან.
"პროგრამაში ჩაერთვება ნებისმიერი ადამიანი, შეიძლება ბავშვი ქუჩაში ცხოვრობდეს და სკოლაში ვერ დადიოდეს, ან ადრეული ქორწინების გამო ვერ მოახერხა სკოლის დამთავრება.
ასაკობრივი შეზღუდვა არ არის - მოქალაქემ, რომელმაც ვერ მოახერხა სასკოლო განათლებს მიღება თავის დროზე, შეუძლია ჩაერთოს ამ პროექტში. ასეთი ადამიანებისთვის ინდივიდუალური პროგრამები იქნება, ისინი არ ისხდებიან უმცროს კლასელებთან ერთად. მომავალში ტექნოლოგიურ სწავლებას გამოვიყენებთ და დისტანციური სწავლება იქნება", - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, პირველ რიგში, მოხდება იმ ბავშვების იდენტიფიცირება, რომლებიც არ დადიან სკოლებში;
შესაძლებელი გახდება იმ მოსწავლეების დროული აღმოჩენა და პრევენცია, რომლებმაც ოჯახური თუ სხვა პირობების გამო, შეიძლება ვერ დაამთავრონ სავალდებულო 9 კლასი;
ამოქმედდება სასწავლო პროგრამები მიუსაფარი ბავშვებისთვის; სავალდებულო 9 კლასის ატესტატის არმქონე პირებისთვის შემუშავდება ზოგადი განათლების ისეთი პროგრამები, რაც პროფესიული განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელების წინაპირობა გახდება.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 82
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24