ეკონომიკა

მაღალმთიან აჭარაში ტურისტების რიცხვი ორჯერ გაიზარდა

07.02.17 16:10


2016 წელს მაღალმთიან აჭარაში ვიზიტორების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 107%-ით გაიზარდა.

გასულ წელს მაღალმთიანი აჭარის კურორტებს 5 ათას 513 ვიზიტორი სტუმრობდა. ტურისტებსა და ვიზიტორებს შორის წლის განმავლობაში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა შემდეგი ტურისტული მარშრუტები: მაჭახელა (+244%), ხიხანი (+113%) და ქედა)+99%), რაც საოჯახო ტიპის სასტუმროებში ვიზიტორების რაოდენობაზე აისახა, ნათქვამია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მითითებულ მარშრუტებზე გაიზარდა საოჯახო ტიპის სასტუმროების რიცხვი. 2016 წელს ტურისტებსა და ვიზიტორებს 250 ობიექტი ემსახურებოდა, რაც 33%-ით მეტია 2015 წლის მონაცემთან შედარებით.

გარდა ამისა, 52%-ით გაიზარდა მაღალმთიან აჭარაში არსებულ მუზეუმებში ვიზიტორების რაოდენობა და წლის განმავლობაში 13 ათას 628 ადამიანი შეადგინა. აჭარაში 9 ტურისტული საინფორმაციო ცენტრია გახსნილი, სადაც ტურისტებსა და ვიზიტორებს შეუძლიათ არსებულ ტურისტული სერვისების, ადგილებისა და პროდუქციის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღონ.

გარდა ამისა, იქვე შესაძლებელია ადგილობრივი პროდუქციისა და სუვენირების შეძენა.

საინფორმაციო ცენტრები მდებარეობს როგორც ბათუმში, ისე აჭარის ყველა რაიონში. 2017 წელს დაგეგმილია ცენტრების მომსახურების განვითარება და მოდერნიზაცია.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები