პოლიტიკა

სოფლის მეურნეობის სამინისტროში ბავშვებისთვის საზეიმო ღონისძიება გაიმართა

01.06.16 16:15


სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბერი ანდრიას სახელობის ფონდის მზრუნველობის ქვეშ მყოფ ბავშვებს, წყნეთში მცხოვრებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შვილებს და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომლების შვილებს უმასპინძლა.

სამინისტროს ეზოში სპეციალურად ბავშვებისთვის გასართობი სივრცე მოეწყო. ოთარ დანელიამ პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და მათთან ერთად საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

სტუმრად მისულ ბავშვებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას, ენახათ თოჯინების თეატრის სპექტაკლი, ილუზიონისტის არაჩვეულებრივი შოუ, მიეღოთ პრიზები და საჩუქრები.

ღონისძიების დასასრულს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბავშვებთან ერთად უზარმაზარი ტორტი საზეიმოდ დაჭრა.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 379


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები