პოლიტიკა

სლოვაკეთის პრეზიდენტი - მეც და ჩემი დელეგაცია კმაყოფილი ვართ საქართველოში ყოფნით, განსაკუთრებით იმით, რომ თქვენ არ წუწუნებთ

01.06.16 18:10


მეც და ჩემი დელეგაციის ყველა წევრი კმაყოფილია საქართველოში ყოფნით, განსაკუთრებით იმით, რომ თქვენ არ წუწუნებთ, - ამის შესახებ სლოვაკეთის პრეზიდენტმა, ანდრეი კისკამ ბათუმში საქართველო-სლოვაკეთის ერთობლივ ბიზნეს ფორუმზე განაცხადა.

მისივე თქმით, მან მოისმინა, რომ საქართველოში არ არის კორუფცია და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი ინვესტორებისთვის.

”ჩვენ გვეგონა, რომ სლოვაკეთში დიდებული მთები გვქონდა, მაგრამ როდესაც დღეს დილით ვერტმფრენით ბათუმისკენ მოვფრინავდი, ვნახეთ, რომ არ გვქონია არანაირი მთები თქვენთან შედარებით. გუშინ რამაც შემძრა, ვსაუბრობდი ერთ-ერთ უკრაინელ ქალბატონთან, რომელიც აქ ალბათ 7 წელია ცხოვრობს და ვკითხე, როგორ შეადარებდა უკრაინასა და საქართველოს. მან მითხრა, რომ აქ არ არის კორუფცია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი ინვესტორებისთვის, რომლებიც იფიქრებენ საქართველოში ბიზნესის გაკეთებას.

სლოვაკეთი დაახლოებით იგივე ზომის ქვეყანაა რაც საქართველო. 15 წლის წინ ჩვენ დაახლოებით იმავე სიტუაციაში აღმოვჩნდით, როგორც დღეს თქვენ ხართ. მაშინ 300-400 დოლარამდე იყო ხელფასი, იყო უმუშევრობა ძალიან მაღალი დღევანდელ დღესთან შედარებით. დღეისთვის ჩვენი საშუალო ხელფასი 1000 დოლარს აჭარბებს, ხოლო უმუშევრობა 1 სულ მოსახლეზე 9%-დავწიეთ. პირდაპი შემიძლია ვთქვა, კარგ ფორმაში ვართ, როგორც ქვეყანა”, - განაცხადა ანდრეი კისკამ.

მისივე თქმით, საქართველოს და სლოვაკეთს ერთი და იგივე პრობლემა აქვს ბიზნესთან დაკავშირებით.

”ეს ალბათ იმიტომ, რომ ჩვენ მოვდივართ სოციალიზმიდან, რომელმაც ჩვენს ქვეყნებში დაანგრია ბევრი რამ, იმიტომ, რომ საუკეთესო ახალგაზრდები, რომლებიც ამთავრებდნენ უნივერსიტეტს, ფიქრობდნენ კარგ სამსახურზე და არა კარგი ბიზნესის დაწყებაზე. მაგრამ დღეისათვის დადგა დრო, რომ ამაზე იფიქრონ.

არა მხოლოდ მე, არამედ ჩემი დელეგაციის ყველა წევრი ძალიან კმაყოფილია საქართველოში ყოფნით, განსაკუთრებით იმით, რომ თქვენ არ წუწუნებთ. თქვენ ხართ ძალიან ამაყი და მეგობრული და არ წუწუნებთ. ეს ხშირად არ ხდება მსოფლიოში.

საქართველოსთან ფაქტობრივად 29%-ით გაიზარდა ჩვენი ბიზნესურთიერთობა, მაგრამ ეს არის მხოლოდ 36 მილიონი ევროს ფარგლებში, რაც არ არის საკმარისი.

მე ძალიან ვამაყობ, რომ დღეს ვიმყოფები თქვენს გვერდით, სწორედ ბიზნესის საწარმოებლად”, - განაცხადა ანდრეი კისკამ.
მისივე თქმით, ბათუმში განსაკუთრებით მაღალი პოტენციალია ტურიზმის განვითარების კუთხით.

”როდესაც მე ვუსმენდი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და ტურისტული გაცვლის ციფრები მოვისმინე თურქეთთან და ა.შ. შემეშინდა, აბა სლოვაკები სადღა ჩამოვიდნენ თუ ესოდენ გადაჭედილია საქართველო ამდენი სტუმრით. ულამაზესი ქვეყანა გაქვთ ნადვილად. ჩვენ არ გვაქვს ზღვა, ხან ხორვატიაში მივდივართ, ხან თურქეთში, მაგრამ არ არის იქ სტაბილური სიტუაცია ხანდახან, თქვენ კიდეც ულამაზესი პლაჟები გაქვთ და უნდა ვიფიქროთ ტურიზმის განვითარებაზე ამ თვალსაზრისით”, - განაცხადა ანდრეი კისკამ.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები