ეკონომიკა

საქართველოში რუსეთიდან სულ უფრო ნაკლები თანხა შემოდის

16.02.17 17:25


საქართველოში ფულადი გადმორიცხვების მოცულობით რუსეთი ლიდერობს – 2017 წლის იანვარში ამ ქვეყნიდან 26,5 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც მიმდინარე 2016 წლის დეკემბრის მონაცემებთან შედარებით 36,3%-ით ნაკლებია, აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

რუსეთზე იანვრის თვეში ელექტრონული სისტემებით ქართულ კომერციულ ბანკებში ფულადი გადმორიცხვების საერთო მოცულობის 31,5% მოდის. იანვრის თვეში სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში სულ 83,9 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26,1%-ით მეტია.

მეორე ადგილი უკავია იტალიას, საიდანაც საქართველოში 9,6 მლნ აშშ დოლარი გადმორიცხეს. მას მოსდევს აშშ (9,5 მლნ აშშ დოლარი), საბერძნეთი (9,3 მლნ აშშ დოლარი), ისრაელი (6,4 მლნ აშშ დოლარი), თურქეთი (6,2 მლნ აშშ დოლარი) და ა. შ.

საქართველოდან საზღვარგარეთ 2017 წლის იანვარში გადარიცხეს 13,4 მლნ აშშ დოლარი, რაც გასული წლის იანვრის მონაცემზე 11,9%-ით მეტია. ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემით ფულადი გადმორიცხვების მოცულობამ 2016 წელს 1,2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2015 წელთან შედარებით 7%-ით მეტია. საქართველოდან საზღვარგარეთ 2016 წელს 194 მლნ აშშ დოლარზე მეტი თანხა გადარიცხეს, რაც 2015 წლის მონაცემზე 14%-ით მეტია.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები