პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინას ეწვევა

24.02.17 16:25


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მარტის მეორე ნახევარში უკრაინაში გაემგზავრება, განაცხადა უკრაინის ელჩმა საქართველოში იგორ დოლგოვმა.

„შევეცდები საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობების გაღრმავებას. ამ მიმართულებით უახლოეს მომავალში მრავალი აქტიურობაა დაგეგმილი, მათ შორის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი უკრაინაში და უკრაინის პირველი დიპლომატის ვიზიტი საქართველოში, ხოლო მარტის მეორე ნახევარში კვირიკაშვილი კიევში სუამის სამიტს დაესწრება“, — განაცხადა დოლგოვმა ტელეკომპანიის Imedi-ს ეთერში. 2017 წელს საქართველო და უკრაინა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს აღნიშნავენ.

2015 წლიდან საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობების განელება შეიმჩნეოდა. როგორც კვირიკაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, ასეთი ურთიერთობები უკრაინასთან ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფაქტორმა განაპირობა.

სააკაშვილმა საქართველო 2013 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დატოვა, ხოლო 2015 წლის მაისში მან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. საქართველოს პროკურატურამ 2013 წელს სააკაშვილის წინააღმდეგ რიგი სისხლის სამართლის საქმეები აღძრა და უკრაინის ხელისუფლებას ექს-პრეზიდენტის გადმოცემის თხოვნით არაერთხელ მიმართა, მაგრამ უარი მიიღო. 2015 წლის მაისში სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორი გახდა და ეს თანამდებობა 2016 წლის სექტემბრამდე ეკავა. ამის შემდეგ პოროშენკოსა და სააკაშვილის გზები გაიყო — ყოფილი გუბერნატორი ოპოზიციაში გადავიდა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები