საზოგადოება

ეროვნულ სასახლესა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შორის მემორანდუმის გაფორმება

27.02.17 21:15


მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში სასახლესა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს სასახლის დირექტორმა, თიკა რუხაძემ და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ.

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში, დაგეგმილია სხვადასხვა მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტების განხორციელება, სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება, რომელიც მიმართული იქნება ქართულ საზოგადოებაში რელიგიის თავისუფლებისა და ისტორიული ტოლერანტობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ. მათ შორის, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მუზეუმში რელიგიური ტოლერანტობის კუთხის დაარსება.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები