ეკონომიკა

მოწევის აკრძალვა საზოგადოებრივ ადგილებში ტურიზმზე არ აისახება

02.06.16 16:40


მოწევის აკრძალვა საზოგადოებრივი თავშეყრუს ადგილებში, არ შეამცირებს საქართველოში ტურისტთა რაოდენობას, — განუცხადა ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის საკითხის კომენტირებისას.

ამჟამად შემუშავების სტადიაშია საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც აიკრძალება სიგარეტის მოწევა რესტორნებში და კაფე ბარებში. აკრძალვა მხოლოდ იმ დაწესებულებებში არ იმოქმედებს, სადაც მოწევისათვის სპეციალური ადგილები იქნება გამოყოფილი გამწოვი მექანიზმით. წინააღმდეგ შემთხვევაში მწეველებს ქუჩაში გასვლა მოუწევთ.


„მიამჩნია, რომ ჰიპოთეზა იმაზე, თითქოს საქართველოში შემცირდება ტურისტების რაოდენობა, თუ ჩვენ საჯარო და საზოგადოებრივ ადგილებში ავკრძალავთ თამბაქოს მოწევას, არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. მე პირადად არ ვარ მწეველი და სხვებსაც მოვუწოდებ, მოწევას თავი დაანებონ“, — თქვა ქუმსიშვილმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ მხარს უჭერს ნებისმიერი თამბაქოს საწარმოს ამოქმედებას საქართველოში.

„რაც შეეხება ზოგადად წარმოებას, მე ყველანაირ წარმოებას ვუჭერ მხარს. სამწუხაროდ, ყველა ვერ დაანებებს მოწევას თავს და ჯობს, წარმოება საქართველოში იყოს, ვიდრე სხვაგან“, — თქვა მინისტრმა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები