პოლიტიკა
22.03.17 15:00
საქართველო ერთგულია თავისი მიზნისა, ააშენოს ევროპული ქვეყანა, ევროპული დემოკრატიითა და ევროპული ინსტიტუტებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნორდიკულ-ბალტიური (NB8) რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებსა და ვიცე-სპიკერებთან შეხვედრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა NB8-ის დელეგაციას საქართველოში სტუმრობისა და ევროპისკენ მიმავალ გზაზე საქართველოსთვის აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ვამაყობთ ჩვენი მიღწევებით, თუმცა მათი განხორციელება თქვენი დახმარების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით თქვენი მყარი პოზიციისთვის. ასევე მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ საოკუპაციო ხაზზე ვიზიტისთვის. არა მარტო საქართველოს ხელისუფლება, არამედ ქართველი ხალხიც დიდად აფასებს თქვენს მეგობრულ პოზიციასა და არსებული გამოწვევების გადალახვის პროცესში აღმოჩენილ მხარდაჭერას“, - მიმართა პრემიერმა დელეგაციის წევრებს.
გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა უკანასკნელი წლების მიღწევებზე და ევროკავშირის ქვეყნებისა და დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკანასკნელი წლების მიღწევები, მათ შორის, პროგრესი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიმართულებით, რისთვისაც განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ ევროკავშირის იმ წევრ ქვეყნებს, რომლებიც საქართველოს უმნიშვნელოვანეს მიღწევებს მხარს უჭერენ. ჩვენ ვმუშაობთ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციაზე, რაც საქართველოს უდიდესი პრიორიტეტია. ეს დოკუმენტი მნიშვნელოვანია არა მარტო ქვეყნის საგარეო, არამედ საშინაო პოლიტიკისა და დღის წესრიგის განსაზღვრის კუთხითაც. გამოვხატავთ მადლიერებას თქვენს ვიზიტთან დაკავშირებით. ჩვენ გვახსოვს სკანდინავიური ქვეყნების მხარდაჭერა ბალტიისპირეთის სახელმწიფოების მიმართ, ამ უკანასკნელთა მიზნების მიღწევის პროცესში. ძალიან მოხარულნი ვართ, რომ ახლა, სკანდინავიური და ბალტიისპირეთის სახელმწიფოების წარმომადგენლებმა თავი მოიყარეს საქართველოში ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდასაჭერად“, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
შეხვედრისას საუბარი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას შეეხო.
გიორგი კვირიკაშვილმა NB8-ის დელეგაციას ასევე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის შესახებ, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარეებმა დადებითად შეაფასეს.
სკანდინავიურ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებმა საქართველოს ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება მიულოცეს და აღნიშნეს, რომ რეფორმების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი შთამბეჭდავია. დელეგაციამ, ასევე, კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა.
2017 წელს სკანდინავიურ-ბალტიური რვიანის თავმჯდომარე ნორვეგიაა, რომელიც ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე, ევროპის მომავალზე, რუსეთზე, გაერო-ს საკითხებსა და ტერორიზმზე იქნება ორიენტირებული.
დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან დანიის პარლამენტის თავმჯდომარე პია ქეასგო, ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარე ეიკი ნესტორი ; ლატვიის სეიმის თავმჯდომარე ინარა მურნიეცე ; ლიტვის სეიმის თავმჯდომარე ვიქტორას პრანცკიეტისი; ნორვეგიის პარლამენტის თავმჯდომარე ოლემიკ ტომესენი; ფინეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არტო სატონენი და ისლანდიის პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სტეინღიმერ სეიფუსონი. ხოლო, შვედეთის სამეფოს, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მარტინა ქვიქი წარმოადგენს.
წყარო : /www.newposts.ge/
წაკითხულია : 145
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24