მსოფლიო

აფეთქება სანკტ-პეტერბურგის მეტროსადგურში - არიან თუ არა საქართველოს მოქალაქეები დაშავებულთა შორის

03.04.17 21:40


ამ დროისთვის უცნობია, იყვნენ თუ არა სანკტ-პეტერბურგის მეტროში აფეთქების დროს საქართველოს მოქალაქეები.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში "ნუპოსტს" განუცხადეს, რომ ინფორმაცია ამ წუთებში მოწმდება.

"მოსკოვში საქართველოს ინტერესების სექცია ცდილობს მოიძიოს ინფორმაცია დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ და არიან თუ არა მათ შორის საქართველოს მოქალაქეები.

გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად რუსეთის ოფიციალური სტრუქტურები ახორციელებენ ამ პირების იდენტიფიცირებას"- აცხადებენ უწყებაში.

სანქტ-პეტერბურგის მეტროში აფეთქების შედეგად მინიმუმ 10 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 50-მდე დაშავდა.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები