პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე ელისო კილაძის დაცვის პროგრამაში ჩართვას ითხოვს

27.04.17 18:55


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საჭიროა, ჟურნალისტ ელისო კილაძის დაცვის პროგრამაში ჩართვის საკითხი განიხილოს. როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შესაძლოა, ელისო კილაძის მიერ სუს-ისა და სხვა ძალოვანი უწყებების მიმართ გამოთქმული ბრალდებები „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ან სხვა ძალამ პროვოკაციისთვის გამოიყენოს და მოახდინონ სუს-ის დისკრედიტაცია.

„მინდა კომენტარი გავაკეთო ელისო კილაძის საქმესთან დაკავშირებით. ჩვენ ყურადღებით ვეკიდებით ამ საკითხს, მესმის მისი, როგორც დედის წუხილები, მაგრამ ამ ეტაპზე აშკარაა, რომ ის ცდილობს შვილის საკითხი მთლიანად სუს-ს და ბატონ გოგაშვილს დაუკავშიროს. ამ ფონზე ჩნდება მაღალი ალბათობა, რომ ეს ფონი ვინემ გამოიყენოს. შესაძლოა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ან სხვა დესტრუქციულმა ძალებმა დაგეგმონ გარკვეული პროვოკაცია ქალბატონი ელისოს წინააღმდეგ და ეს გამოყენოს სუს-ის და ბატონი გოგაშვილის დისკრედიტაციისთვის.

ამიტომ ვფიქრობ, რომ საჭიროა, პროკურატურამ განიხილოს ელისო კილაძის დაცვის პროგრამაში ჩართვის საკითხი. ის ინტენსიურად, მიზანმიმართულად ცდილობს, რომ აღნიშნული საკითხი დაუკავშიროს სუს-ს, განსაკუთრებით ბატონ სოსო გოგაშვილს, ამიტომ, საჭიროა, რომ პროკურატურამ განიხილოს მისი სპეციალური დაცვის პროგრამაში ჩართვის საკითხი, რომ ამ მიმართულებით ნებისმიერი კითხვები მოიხსნას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები