პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი გიორგი კვირიკაშვილზე – ჩემი ოცნების ადამიანი ვნახე გიორგიში

07.06.16 21:30


არიან პიროვნებები, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ არ არიან ჩემნაირად შეძლებულები, ახერხებენ, თავის ქვეყანას ემსახურონ, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მოქმედი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შესახებ საუბრისას განაცხადა.

როგორც ივანიშვილმა „ტექნოპარკში“, ტელევიზიის ჟურნალისტებთან შეხვედრისას აღნიშნა, გიორგი კვირიკაშვილი მაგალითია უანგარობის, წესიერების და ის ამავდროულად, კარგი მენეჯერია.

„არიან პიროვნებები, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ არ არიან ჩემნაირად შეძლებულები, ახერხებენ თავის ქვეყანას ემსახურონ. ამის ყველაზე კარგი მაგალითი გახლავთ გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც ჩემთვის აღმოჩენაა. ის მაგალითია ადამიანობის, წესიერების, უანგარობის და იმის განწყობის, რომ თავის ქვეყანას ემსახუროს, ეს მიზანი აქვს გიორგისაც. შეიძლება ქონებრივად მეტი გამაჩნდეს მე, მაგრამ გიორგის არანაკლები განწყობა აქვს და ამისთვის არის მთავრობაში.

არ არის მხოლოდ გიორგი ასეთი, არიან კიდევ მთავრობის სხვა წევრებიც, მაგრამ გიორგიზე შემიძლია გავაკეთო განსაკუთრებული აქცენტი. ის საოცარი პიროვნებაა, ჩემი ახალგაზრდობის ოცნების ადამიანი ვნახე გიორგიში, იმდენად დაბალანსებულია, იმდენად ადამიანურია, იმდენად კეთილშობილია და, ამავდროულად, ძალიან კარგი მენეჯერი, კარგი პროფესიონალი, ფინანსისტი და ასე შემდეგ. მხოლოდ ერთი განწყობით გახლავთ ის მთავრობის მეთაური, რომ მოემსახუროს საკუთარ ქვეყანას, რათა საუკეთესო გზით წაიყვანოს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები