საზოგადოება

სამხედრო ქალაქიდან ბანკომატის მოპარვას ცდილობდნენ

25.05.17 18:05


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციამ სენაკის სამხედრო ქალაქიდან ბანკომატის მოპარვის მცდელობა აღკვეთა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ინციდენტი წუხელ ღამით მოხდა. თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დამნაშავემ თანხის წაღება ვერ შეძლო. სამხედრო ქალაქის გვერდით სამხედრო ნაწილია განთავსებული.

„იყო ქურდობის მცდელობა, რომელიც სამხედრო პოლიციამ აღკვეთა… დამნაშავის გამოსავლენად ტარდება ღონისძიებები", — განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა.

მომხდარის შემდეგ მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სენაკის სამხედრო ნაწილი ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდა. აღნიშნული ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროში კატეგორიულად უარყვეს. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით "ქურდობის მცდელობა", რაც ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქმეს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია იძიებს.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები