პოლიტიკა

სარა ვილიამსონი: რცხვენოდეთ ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგ ლობისტ ქართულ პარტიებს

09.06.16 17:45


რცხვენოდეთ ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგ ლობისტ ქართულ პარტიებს, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი სარა ვილიამსონი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.

ვილიამსონის ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიები ამას აკეთებდნენ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე.

“ევროკავშირს უნდა რცხვენოდეს საკუთარი თავის, მაგრამ არა იმდენად, როგორც ზოგიერთ ქართულ, სავარაუდოდ, პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიას, რომლებიც ლობირებდნენ საკუთარი ქვეყნისთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესის საწინააღმდეგოდ და ამას აკეთებდნენ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე.

ეს არ არის მოქალაქეობრივი ან პატრიოტული საქციელი. ეს ნარცისიზმი და ავადმყოფობაა”, – წერს სარა ვილიამსონი.
როგორც ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი აღნიშნავს, ევროკავშირის მხრიდან პოზიციის გამოხატვის შეფერხება შესაძლოა, ამ პარტიების ქმედებებს უკავშირდებოდეს.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 469


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები