პოლიტიკა

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შს მინისტრები საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხზე დღეს იმსჯელებენ

10.06.16 14:40


ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა მინისტრები საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხზე დღეს იმსჯელებენ. შესაბამისი ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

ევროკავშირის საბჭო აღნიშნავს, რომ ევროკომისია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკანონმდებლო ინიციატივით მიმდინარე წლის მარტში გამოვიდა.

გერმანულმა გამოცემა Die Welt-ი წერს, რომ ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრები არ დათანხმდებიან საქართველოსთვის, უკრაინისთვის, კოსოვოსა და თურქეთისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას, სანამ ე.წ. შეჩერების მექანიზმი ძალაში არ შევა.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 577


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები