მსოფლიო

ხანძარი ლონდონში: დაშვდა 30 ადამიანი

14.06.17 15:20


ლონდონის დასავლეთ ნაწილში ძლიერმა ხანძარმა Grenfell Tower-ის მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი მოიცვა, რის შედეგადაც სულ მცირე 30 ადამიანი დაშავდა, იუწყება РИА Новости ქალაქის სასწრაფო დახმარების სამსახურზე დაყრდნობით.

დაზარალებულები, რომლებიც კვამლით მოიწამლნენ, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

„შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ჩვენ 30 პაციენტი ლონდონის ხუთ საავადმყოფოში გადავიყვანეთ“, — ნათქვამია Twitter-ზე გამოქვეყნებულ სამსახურის განცხადებაში. 24-სართულიან კორპუსში ხანძრის გაჩენის შესახებ ინფორმაცია შესაბამის სამსახურში ადგილობრივი დროით 01:16 საათზე შევიდა. შემთხვევის ადგილზე 20 სასწრაფო დახმარების ბრიგადა იმყოფება. პოლიცია მოსახლეობას შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევს.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები