საზოგადოება

ამერიკაში დაკავებული ქართველი სპორტსმენი თავისუფალია

14.06.17 16:40


ამერიკაში დაკავებული ქართველი სპორტსმენი ლევან მაყაშვილი სასამართლომ თავდებით გაათავისუფლა. მაყაშვილს გირაო შეეფარდა. მას სასამართლო პროცესების დასრულებამდე ქვეყნიდან გასვლა ეკრძალება.

შეგახსენებთ, რომ 8 ივნისს აშშ-ის ნიუ-იორკის შტატის პროკურატურამ 15 ქართველი დააკავა, რომლებსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ. მათ შორის არიან არიან ქართველი სპორტსმენები ლევან მაყაშვილი და ავთანდილ ხურციძე, რომელსაც სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებულებს ტვირთების გატაცება, სათამაშო აპარატების ძარცვა, ასევე, დაკვეთილი მკვლელობები ბრალდებათ. დაჯგუფების წევრებს, სავარაუდოდ, კავშირი აქვთ გამოძალვასთან, თაღლითობასთან, ნარკობიზნესთან და იარაღის უკანონო ტარებასთან.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები