ეკონომიკა
10.06.16 15:50
ყაზახეთში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ყაზახეთის ინვესტიციებისა და განვითარების მინისტრს ასეტ ისეკეშევს შეხვდა.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა ყაზახეთის პრემიერ–მინისტრს ქალაქ აქტობეში მომხდარის გამო მიუსამძიმრა და დაღუპულთა ოჯახებს და ყაზახ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა.
მხარეებმა საქართველო–ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ფართო სპექტრი განიხილეს. ყურადღება გაამახვილეს იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომელთა შემდგომი განვითარებაც დადებითად აისახება ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა უდიდესი მნიშვნელობა მიანიჭეს ორ ქვეყანას შორის სამთავრობოთაშორისო ეკონომიკური კომისიის ჩატარებას, რომელიც 10 ივნისს იგეგმება. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მოლაპარაკება ეკონომიკური კომისიის ფარგლებში ნაყოფიერი იყო.
”მხარეები შეთანხმდნენ ისეთ საკითხებზე, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში გადაუჭრელი იყო. ასეთ მნიშვნელოვან საკითხებს შორის დიმიტრი ქუმსიშვილმა დაასახელა შეთანხმება საქართველოს ვალის საკითხზე ყაზახეთთან მიმართებაში.
მხარეები შეთანხმდნენ მექანიზმზე და დასარიცხ პროცენტზე.
აღინიშნა, რომ სატრანზიტო პოტენციალის განვითარების მიზნით ყაზახური მხარე ცვლილებებს გეგმავს, რათა მულტიმოდალური გადაზიდვების მიმართულებით ტრანსკასპიური დერეფანი (საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის გავლით) კიდევ უფრო კონკურენტული და მიმზიდველი იყოს პოტენციური გადამზიდავებისთვის”, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.
ყაზახეთის ინვესტიციებისა და განვითარების მინისტრის, ასეტ ისეკეშევის განცხადებით, აღნიშნული სატრანზიტო მიმართულების განვითარება სერიოზული ბიძგის მომცემი იქნება როგორც ეკონომიკის განვითარებისთვის, ისე დერეფნის ქვეყნებში ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს თანამშრომლობის გაღრმავებაზე ტურიზმის, ვაჭრობის განვითარების, ინვესტიციების წახალისებისა და სხვა პრიორიტეტულ საკითხებში.
საქართველოს ვიცე–პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ყაზახეთის ინვესტიციებისა და განვითარების მინისტრი ასეტ ისეკეშევი საქართველოში თბილისის აბრეშუმის გზის მეორე ფორუმზე მოიწვია, რომელიც 2016 წლის ნოემბერშია დაგეგმილი.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 379
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24