საზოგადოება

სამედიცინო უნივერსიტეტში შეფასების ახლებური სისტემა ინერგება

10.06.16 19:10


თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ცოდნის შეფასების ახალ სისტემაზე გადადის — სტუდენტებსა და რეზიდენტებს სხვადასხვა კრიტერიუმით შეაფასებენ.

უნივერსიტეტმა გაეროს მოსახლეობის ფონდის რეგიონულ ოფისთან (UNFPA) მემორანდუმი გააფორმა, რომელიც სასწავლო დაწესებულებას სტუდენტების შეფასების ევროპული სისტემის დანერგვაში დაეხმარება.

მისი თქმით, ევროპასა და აშშ–ში ეს შეფასების საკმაოდ გავრცელებული მეთოდია. პოტენციურ უცხოელ დამსაქმებლებს აინტერესებთ არა მხოლოდ დიპლომი და შეფასებების ფურცელი, არამედ სწორედ ასეთი პორტფოლიო.

„ჩვენთან მხოლოდ ნიშნებს წერენ, მაგრამ რა იმალება ამ ნიშნების მიღმა… ეს დაფარული ინფორმაციაა“, — აღნიშნა მატარაძემ.


ამ ეტაპზე შეფასების აღნიშნული სისტემა მხოლოდ გინეკოლოგიის ფაკულტეტის რეზიდენტებზე გავრცელდება, თუმცა სხვა გაყოფილებებზეც ეტაპობრივად დაინერგება.

„მიმაჩნია, რომ საქართველოში ექიმების უწყვეტი მომზადების კუთხით სავალალო მდგომარეობა გვაქვს. ექიმები გამუდმებით უნდა სწავლობდ ნენ — ეს ერთ–ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი დარგია“, — ხაზი გაუსვა მატარაძემ.

8 ივნისს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში კიდევ ერთი პროექტი განხორციელდება: ექიმები და რეზიდენტები უფასო ონლაინ–კურსს გაივლიან რეპროდუქციული ჯანმრთელობის დარგში, რის შემდეგაც სეტრთიფიკატები გადაეცემათ.

ონლაინ–კურსები ქართულ ენაზე მომავალი თვიდან იქნება ხელმისაწვდომი ნებისმიერი მსურველისთვის.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 379


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები