საზოგადოება

გიორგი მღებრიშვილი სპეცოპერაციისას დაჭრილ პოლიციის უფროსს შეხვდა

10.06.16 19:25


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი წყალტუბოს პოლიციის რაიონული სამმართველოს შეფს, რევაზ ქობულიას შეხვდა, რომელიც სპეცოპერაციისას დაიჭრა.

ქობულია 8 ივნისს დაიჭრა მსუბუქად, როდესაც პოლიციის სხვა თანამშრომლებთან ერთად ვინმე თემურ გ.-ს დასაკავებლად სპეცოპერაციას ატარებდნენ. შსს–ის ცნობით, აღნიშნულმა პირმა იმავე დილით ადამიანი დაჭრა. სწორე თემურ გ.-მ ესროლა წყალტუბოს პოლიციის უფროსს.

„ბატონ მინისტრს აინტერესებდა სპეცოპერაციის დეტალები, დაინტერესდა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობით — როგორ და რა ვითარებაში ტარდებოდა ოპერატიული ღონისძიება ადგილზე“, — განაცხადა ქობულიამ.

შეხვედრის ბოლოს შს მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა პოლიციის თანამშრომლებისადმი თანადგომა კრიმინალთან ბრძოლაში.

რაც შეეხება ბრალდებულ თემურ გ.-ს, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე რამდენიმე მუხლითაა აღძრული. მათ შორის: ჯანმრთელობისთვის ნაკლებად მძიმე ზიანის მიყენება, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ფლობა და დაკავებისას პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 397


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები