ეკონომიკა
22.06.17 20:15
ახალი სარკინიგზო დერეფნის „სამხრეთი-დასავლეთის" საშუალებით, რომლითაც ევროპის მიმართულებით ინდოეთიდან და სპარსეთის ყურიდან ტვირთების გადაზიდვა გახდება შესაძლებელი, 2017 წლის ბოლომდე 200 000 ტონა ტვირთის გადაზიდვა იგეგმება.
ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს საქართველოს, ირანის, აზერბაიჯანის, უკრაინისა და პოლონეთის რკინიგზების ხელმძღვანელებმა ბაქოში, სადაც ახალი სარკინიგზო დერეფნის „სამხრეთი-დასავლეთის" განვითარების პერსპექტივები და უპირატესობები განიხილებოდა, ნათქვამია სს „საქართველოს რკინიგზის" ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
შეხვედრის მონაწილეებმა მარშრუტის გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს — ისინი მიიჩნევენ, რომ სარკინიგზო დერეფანი „ინდოეთი — სპარსეთის ყურე — ირანი — აზერბაიჯანი — საქართველო — უკრაინა — ევროპა" გადაზიდვების ოპტიმიზაციასა და მონაწილე ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალის გაზრდას შეუწყობს ხელს.
ამჟამად ინდოეთიდან და სპარსეთის ყურიდან ევროპის მიმართულებით ტვირთების გადაზიდვა საზღვაო გზით 30-40 დღის განმავლობაში ხორციელდება, ხოლო ახალი სარკინიგზო დერეფნის ამოქმედებისას დღეების რაოდენობა 15-მდე შემცირდება. ახალი პროექტის ფარგლებში ახალი დერეფნით გადაზიდვებისას ერთიანი სატარიფო სისტემის შექმნა იგეგმება. საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ „სამხრეთი-დასავლეთის" მარშრუტით ტვირთების გადაზიდვისას საქართველოს რკინიგზას მინიმალური ტარიფი აქვს. „გადაზიდვისას ყველაზე მინიმალური ტარიფი საქართველოს რკინიგზას აქვს. შიდა გადაზიდვების ღირებულებაც კი უფრო ძვირია, რაც ხაზს უსვამს იმას, თუ როგორი პრიორიტეტულია ჩვენი კომპანიისათვის აღნიშნული მარშრუტი", — აღნიშნა ბახტაძემ. მისი თქმით, მარშრუტის განვითარებისათვის, სამომავლოდ კრიტიკულად მნიშვნელოვანია ინდოეთის ინტეგრაცია. „ასევე, აუცილებელია კონკრეტულ ციფრებსა და ამოცანებზე ფოკუსირება, რადგან ბაზარი ამ ლოგისტიკურ პროდუქტს ელოდება", — განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
აღნიშნული საკითხების განსახილველად საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ინდოეთში ერთობლივი ვიზიტის დაგეგმვისა და ადგილობრივ ბიზნეს-წრეებთან შეხვედრის ინიციატივით გამოვიდა.
ბაქოში მიღებული შეთანხმების თანახმად, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხებისა და მარშრუტის განვითარების პერსპექტივების საკითხებს „სამხრეთი-დასავლეთის" მარშრუტის საკოორდინაციო კომიტეტი განიხილავს. შესაძლო დაბრკოლებების თავიდან ასაცილებლად, კომიტეტთან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც აზერბაიჯანის, საქართველოს, ირანის, პოლონეთისა და უკრაინის რკინიგზების წარმომადგენლებისაგან დაკომპლექტდება. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა შემაჯამებელ პროტოკოლს ხელი მოაწერეს. საკოორდინაციო კომიტეტის მორიგი შეხვედრა 2017 წლის სექტემბერში უკრაინაში, ქალაქ ოდესაში გაიმართება.
სარკინიგზო დერეფნის შექმნის იდეა საქართველოს ეკუთვნის. იდეა 2016 წელს გაჩნდა, როდესაც ირანს საერთაშორისო სანქციები მოუხსნეს. პროექტის განხორციელების შემთხვევაში ირანის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ინდოეთიდან და სპარსეთის ყურიდან ევროპის მიმართულებით ტვირთების გადაზიდვა უფრო იაფი და სწრაფი გახდება.
წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/
წაკითხულია : 163
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24