საზოგადოება
10.06.16 20:25
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დიდი ბრიტანეთის ეროვნული დღესასწაულის – დედოფლის დაბადების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა ბრიტანელ ხალხს დედოფლის დაბადების დღე მიულოცა და ქართულ-ბრიტანული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
“საიდუმლოს გაგიმხელთ – ასეთი ამინდი (წვიმიანი) სპეციალურად საქართველოს მთავრობის მიერაა ორგანიზებული საიმისოდ, რომ ხაზი გაუსვას საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის განსაკუთრებულ მეგობრობას.
ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით, შემიძლია ვთქვა, რომ გასული მეოთხედი საუკუნის მანძილზე ჩვენ არ გვყოლია გაერთიანებულ სამეფოზე უკეთესი მეგობარი. თქვენ ყოველთვის ჩვენ გვერდით იდექით, რთულ მომენტებშიც კი, და გვაწვდიდით გონივრულ რჩევასა და გულუხვ დახმარებას. გაერთიანებული სამეფო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა 1992 წლის აპრილში აღიარა და მას შემდეგ იგი უკვე საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და, რაც მთავარია, მისი ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერია. ჩვენ ვაფასებთ უსაფრთხოების დიალოგსა და თანამშრომლობას, რომელიც გაერთიანებულ სამეფოსთან გვაკავშირებს. ბრიტანელი და ქართველი ჯარისკაცები ნატოს მისიაში, ავღანეთში ერთმანეთის მხარდამხარ იბრძვიან,” – განაცხადა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ალექსანდრა მერი ჰოლ ჰოლს, რომელსაც საქართველოში მისიის ვადა ეწურება, ორი ქვეყნის ურთიერთობაში შეტანილი წვლილისთვის. “ერთი მხრივ, მე ძალიან მოხარული ვარ, რომ მაქვს მისი უდიდებულესობა დედოფლის სადღეგრძელოს შესმის საშუალება, მეორე მხრივ ვიცი, რომ მალე ჩვენ უნდა გამოვემშვიდობოთ ელჩს, მის აღმატებულება ალექსანდრა ჰოლ ჰოლს.
საქართველოს მთავრობაში სხვადასხვა ფუნქციის განხორციელებისას, მე მქონდა ელჩთან შეხვედრის უდიდესი სიამოვნება. საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს ურთიერთობები შესანიშნავად ვითარდება და ეს დიდწილად ელჩის დაუღალავი ძალისხმევის შედეგია, რომელიც ქვეყნებს შორის კავშირების გაღრმავებას ცდილობს. რადგან თქვენი პოსტის დატოვების დრო ახლოვდება, მინდა გამოვხატო ჩემი გულწრფელი მადლობა იმ ყველაფრისთვის, რაც თქვენ გააკეთეთ გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გასაღრმავებლად,” – აღნიშნა პრემიერმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროინტეგრაციის პროცესში გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან იმედი გამოთქვა, რომ დიდი ბრიტანეთი დარჩება ევროკავშირში. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, გაერთიანებული სამეფოც და საქართველოც ევროპის არსებითი ნაწილებია. “თქვენ იყავით ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებისკენ საქართველოს სწრაფვის ძლიერი მხარდამჭერი და ახლა მორიგი ნაბიჯის გადადგმის და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისკენ სწრაფვისას ისევ გვაქვს თქვენი თანადგომის იმედი. ამა წლის 23 ივნისს ბრიტანეთი მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე დადგება – უნდა გადაწყვიტოს, დატოვოს თუ არა ევროკავშირი. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ბრიტანეთი დარჩება ევროკავშირში იმიტომ, რომ სწორედ ამ ქვეყანამ შეუწყო ხელი იმ სფეროების განვითარებას, რომლებსაც ჩვენ ასე ვაფასებთ. მინდა გავიმეორო მე-17 საუკუნის ინგლისელი პოეტის ჯონ დონის სიტყვები, რომელმაც განაცხადა: “არავინ არის კუნძული – ყველა კონტინენტის ნაწილია”, შემიძლია ვთქვა: არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია იყოს კუნძული, ჩვენ კონტინენტის ნაწილები ვართ – გაერთიანებული სამეფოც და საქართველოც ევროპის ასეთი არსებითი ნაწილებია,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 802
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24