საზოგადოება

თბილისში წვიმამ საცხოვრებელი სახლები დააზიანა

10.06.16 20:35


ძლიერი წვიმის შედეგად ნაძალადევის რაიონში საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა, რის გამოც ოთხი ოჯახი დაზარალდა.

ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, მათ არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარების თხოვნით, მაგრამ რეაგირება არ მომხდარა. ამ დროისათვის ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ, რომლებიც ახლო პერიოდში შენობის აღდგენით სამშაოებს დაიწყებენ.

საცხოვრებელი სახლის კედლის ნაწილი ჩამოინგრა ასევე ნუცუბიძის ქუჩაზე. ადგილობრივი მცხოვრებლები თბილისის მერიას მიმართავენ დაუყოვნებლივ დაიწყონ სარეაბილიტაციო სამუშაოები ან მისცენ უფლება თავად შეასრულონ სარემონტო სამუშაოები. იმის გამო, რომ სახლის ფასადია დაზიანებული, შენობის რეაბილიტაცია ქალაქის მერიამ უნდა განახორციელოს.

ადგილობრივი მცხოვრებლები ირწმუნებიან, რომ ანალოგიური შემთხვევა მოხდა გასულ წელსაც.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 757


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები