ეკონომიკა
26.06.17 21:50
თურქული კომპანია Calik Enerji საქართველოში 170 მეგავატამდე ჯამური სიმძლავრის ქარის ორი ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადებას ივნისში დაასრულებს, განაცხადა „Sputnik-საქართველოსთან" ინტერვიუში ქარის ელექტროსადგური „ქართლის" დირექტორმა თორნიკე ყაზარაშვილმა.
მისი თქმით, 50 მეგავატამდე სიმძლავრის ერთი სადგური კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზაში აშენდება, მეორე — 120 მეგავატამდე სიმძლავრის — საჩხერეში.
„ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება ამ თვეში დასრულდება და შესაბამისად, შემდეგ დაიწყება მთავრობასთან პროექტის პირობებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები. მშენებლობა დაიწყება, როგორც კი ამის შესაძლებლობა იქნება", — განაცხადა „ქართლის" დირექტორმა.
ინფორმაცია იმის შესახებ, ვინ ააშენებს ამ სადგურებს და რა დაჯდება პროექტი, ჯერჯერობით არ ვრცელდება. სპეციალისტების შეფასებით, ერთი მეგავატის სიმძლავრის განვითარება დაახლოებით 1,2-1,3 მილიონი აშშ დოლარი ჯდება. „ვფიქრობთ, რომ წელს 50 მეგავატამდე სიმძლავრის სადგურის მშენებლობა უნდა დაიწყოს, რომელსაც ან თავად Calik Enerji ააშენებს, ან კონტრაქტორს დაიქირავებს", — განაცხადა თორნიკე ყაზარაშვილმა. 150 მეგავატამდე სიმძლავრის კიდევ ერთ ქარის ელექტროსადგურის აშენება ზესტაფონის მუნიციპალიტეტში იგეგმება. 2016 წლის ოქტომბერში გორში 20,7 მეგავატის დადგენილი სიმძლავრის პირველი ქარის ელექტროსადგური „ქართლი" ამოქმედდა. სამომავლოდ ელექტროსადგურის სიმძლავრე 300 მეგავატამდე შეიძლება გაიზარდოს. პროექტი საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა ენერგეტიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით განახორციელა. პროექტის რეალიზაციისთვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 24 მილიონი აშშ დოლარი გამოყო, ხოლო ენერგეტიკის განვითარების ფონდმა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ — 10 მილიონი აშშ დოლარი.
2016-2025 წლების ქვეყნის ენერგეტიკული სტრატეგიის დოკუმენტში ნათქვამია, რომ ქარის ელექტროსადგურების მშენებლობის კიდევ რამდენიმე პროექტის განხორციელება იგეგმება, რომელთა ადგილმდებარეობა და ტექნიკური პარამეტრები მიმდინარე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების საფუძველზე განისაზღვრება.
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდთან" ერთად დაიწყო ქარის ელექტროსადგურების მშენებლობა, ქვეყანაში ალტერნატიული ენერგეტიკული წყაროების განვითარების მიზნით. ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში ქარის ენერგიის მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს, რომლის მინიმალური დადგენილი სიმძლავრე 1500 მეგავატს შეადგენს.
წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/
წაკითხულია : 190
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24
-
11:2016.05.24