საზოგადოება
13.06.16 21:00
სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშის თავი წარუდგინა.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ 2015 წლის განმავლობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზების მიმართულებით არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევები მისაწვდომობის, დამოუკიდებელი ცხოვრების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლებისა და დასაქმების შეზღუდულ შესაძლებლობებს უკავშირდებოდა.
სახალხო დამცველი ერთ–ერთ უმთავრეს პრობლემად „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაერო-ს კონვენციის სათანადოდ იმპლემენტაციას, ასევე კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირების საკითხებს განიხილავს.
”სიტუაციის ანალიზი ცხადყოფს, რომ საქართველოში კონვენციის იმპლემენტაციის ორგანო პრაქტიკულად არ ფუნქციონირებს, შესაბამისად, მისი დანერგვის პროცესი მნიშვნელოვანი შეფერხებით ხორციელდება.
ანგარიშში ფართოდ არის მიმოხილული შშმ პირთათვის ფიზიკური გარემოს, სატრანსპორტო საშუალებების და საგზაო ინფრასტრუქტურის მისაწვდომობის კუთხით არსებული მდგომარეობა. განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება მისაწვდომობის საკანონმდებლო რეგულაციების მნიშვნელოვან ხარვეზებზე, რაც აღსრულებისა და ზედამხედველობის მექანიზმის არარსებობას უკავშირდება.
ინფორმაციაზე თანაბარი წვდომის უფლების რეალიზებასთან მიმართებით კვლავ პრობლემურად ფასდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სამაუწყებლო კომპანიების მხრიდან საინფორმაციო, გასართობი და სხვა სახის სატელევიზიო პროგრამების, ფილმების მათთვის მისაწვდომი ფორმით მიწოდების საკითხი.
2015 წელს სამწუხარო პრაქტიკას წარმოადგენდა სპორტულ, კულტურულ და გასართობ ღონისძიებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განსაკუთრებული საჭიროებების უგულებელყოფა. ისევე როგორც შშმ პირთა მიმართ სტიგმისა და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულების, სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების სიხშირე. სახალხო დამცველმა მოუწოდა ყველა პირს, განსაკუთრებით მაღალი საჯარო თანამდებობის პირებს, თავი შეიკავონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიმართ სტიგმისა და დისკრიმინაციის შემცველი დამოკიდებულების გამომხატველი განცხადებებისაგან.
სახელმწიფოს წინაშე არსებულ ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად კვლავაც სახელდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა, სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზება და დასაქმება. სახელმწიფოს არ აქვს შემუშავებული ამ პირთა დასაქმების პოლიტიკა, შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო და პროგრამები, რაც ხელს უშლის მათ დამოუკიდებელ ცხოვრებასა და საზოგადოებაში ინკლუზიას. აღნიშნულს ადასტურებს ის ფაქტიც, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულ 53 109 ადამიანიდან მხოლოდ 112 არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.
ხარვეზებით ხორციელდებოდა ინკლუზიური საგანმანათლებლო პროცესი. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მნიშვნელოვანი ნაწილი, განსაკუთრებით რეგიონებში, არ არის ჩართული აღნიშნულ პროცესში. ამასთან გამოწვევაა სწავლების ხარისხი და უწყვეტობა.
კვლავ პრობლემად რჩება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის უფლების სრულფასოვანი რეალიზება. ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მოქმედების მიუხედავად, არ ხდება ამ პირთა განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინება, მწვავეა შშმ პირთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის საკითხი.
ზემოაღნიშნულ პრობლემების აღმოფხვრის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ეფექტურად რეალიზების მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველმა კონკრეტული რეკომენდაციებით მიმართა შესაბამის სახელმწიფო უწყებას”, -ნათქვამია ინფორმაციაში.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 1018
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24