მსოფლიო

აზერბაიჯანში ბენზინი გაძვირდა

17.07.17 15:20


აზერბაიჯანის სატარიფო საბჭოს გადაწყვეტილებით АИ-92 მარკის ბენზინის ფასი გაიზარდა, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“.

საბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ბენზინის საცალო ფასი 0,2 მანათით გაიზარდა.

გადაწყვეტილების თანახმად, 15 ივლისიდან АИ-92 მარკის ბენზინი 0,9 მანათი ღირს (0,53 USD).

ამჟამად АИ-92 მარკის ბენზინის ერთი ლიტრის ფასი საქართველოში — 0,86 USD, რუსეთში — 0,61 USD, ყაზახეთში — 0,43 USD, ბელარუსში — 0,59 USD, უკრაინაში — 0,98 USD.

АИ-92 მარკის ბენზინის ფასი აზერბაიჯანში ბოლოს 2013 წლის დეკემბერში გაიზარდა. მაშინ ამ მარკის ბენზინის ფასი 0,55-დან 0,70 მანათამდე გაიზარდა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები